მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ქრისტე აღდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 28.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეს აღდგომის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
აღმასკომმა ბიუჯეტი დაამტკიცა 26.04.2019

დღეს, 26 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ ოფისში აღმასკომის სხდომა გაიმართა, როელსაც აღმასკომის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. აღმასკომმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სრულად ნახვა
სამძიმარი! 30.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ტურნირში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები

მწუხარებას გამოთქვამენ

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის

თენგიზ გეგუჩაძის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს

სრულად ნახვა
სამძიმარი 27.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს, აფხაზეთის სპორტული მომზადების

ცენტრის დირექტორის მოადგილის, ყოფილი სპორტსმენის

გოდერძი შურღაიას

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს

სრულად ნახვა
ძლიერმა წვიმამ მხოლოდ 9 თამაში დაუშვა 22.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ახალი სეზონი წინა შაბათ-კვირას (13-14 აპრილი) დაიწყო. გასულ უქმეებზე კი სათამაშო კალენდრის მიხედვით 5 სხვადასხვა ასაკობრივ გათამაშებაში, მე-2 ტურის მატჩები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერმა წვიმამ თითქმის ყველა თამაში გადადო. თითქმის იმიტომ, რომ 5 გათამაშებიდან, მხოლოდ 9 მატჩი ჩატარდა.

სრულად ნახვა
7:1, თანაც ორჯერ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) 15.04.2019

13 გუნდიდან ექვსი დამარცხდა და ექვსმა იმარჯვა. მოგებული ექვსეულიდან ორმა გუნდმა, გურჯაანის "ალაზანმა" და თბილისის "მერანმა" ერთნაირი ანგარიშით, 7:1 იმარჯვეს... ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
რუსთავი კვარტეტში პირველია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 15.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებში, სხვა გათამაშებების მსგავსად ერთბაშად 4 ლიდერი ჰყავს ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატსაც, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირშიც 8:2-ის მომგები გუნდი, ამჯერად "რუსთავი" ლიდერობს. 5 თამაშიდან დრედ მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა...

სრულად ნახვა
როცა ლომები ლომობენ (ძიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 15.04.2019

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ "ლომებმა" სახელის შესაბამისად დაიწყეს. ამ გუნდმა სტარტზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა. ფრედ და მით უმეტეს უგოლოდ არცერთი მატჩი არ დასრულებულა. პირველ ტურში ოთხმა გუნდმა იმარჯვა და ცხრილის სათავეშიც გამარჯვებულთა კვარტეტია.

სრულად ნახვა
7 მოგებული და 7 წაგებული (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 15.04.2019

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები გამოდიან, პირველი ტურის 7 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა. ამ გათამაშებას სასტარტო ტურის შემდეგ 7 მოგებული და 7 წაგებული ჰყავს. შესაბამისად, 7 ლიდერს 3-3 ქულა აქვს, მაგრამ მატში "მცხეთა" ლიდერობს. მცხეთელებმა სტარტზე მეტოქე ყველაზე დიდი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს და ცხრილის სათავეში ყოფნაც დაიმსახურეს.

სრულად ნახვა
ნაძალადევის 21 (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთას შორის) 15.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი, 2019 წლის სეზონი, შაბათს, 13 აპრილს ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაიწყო. სასტარტო მატჩების მიმოხილვა კი ყველაზე უმცროსი ასაკით, 2009-2010 წლებში დაბადებული ბავშვების ტურნირით დავიწყოთ. ამ გათამაშების სტარტზე "ნაძალადევმა" დაიქუხა და გასვლითი მატჩი ასტრონომიული ანგარიშით 21:2 მოიგო. 5 მატჩიდან, უგოლოდ არცერთი არ დასრულებულა, მხოლოდ ერთში დაფიქსირდა საბრძოლო ფრე. ყველა თამაში უხვგოლიანი გამოდგა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge