მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ოთხეული მეოთხედფინალშია (გურამ გაბისკირიას თასი. II ტური) 28.11.2021

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტრადიციული ტურნირის მეორე ტურის მატჩები სამივე ჯგუფში ჩატარდა.

პირველისგან გასხვავებით, მეორე ტურის 6 მატჩში, ხუთით ნაკლები, 29 გოლი გავიდა, მაგრამ ამით სანახაობის დონეს არაფერი დაკლებია რა. მეორე ტურის თამაშების შედეგად, 1/4 ფინალის საგზური ოთხმა გუნდმა გაინაღდა. დანარჩენ გუნდებს კი ჯგუფური რაუნდის შემდეგ, ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელების მეტ-ნაკლები შანსი აქვთ.

უმჯობესი იქნება ჯგუფების მატჩები და ამ თამაშების შედეგების მიხედვით ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა სათითაოდ მიმოვიხილოთ.

A ჯგუფში „დომინანტმა“ მეორე თამაშიც მოიგო და ერთპროვნული ლიდერია. მეორე „გლდანია“, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს. თუმცა, „ზესტაფონი-1“ და რუსთავის „გორდასაც“ თავიანტი შანსი აქვთ.

 

A ჯგუფი

გლდანი - დომინანტი           0:1

გორდა - ზესტაფონი-1          1:1

 

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დომინანტი 2 2 0 0 6:0 6
2. გლდანი 2 1 0 1 2:2 3
3. ზესტაფონი-1 2 0 1 1 2:3 1
4. გორდა 2 0 1 1 1:6 1

 


B ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს, „ავაზა“ და „35-ე საფებურთო სკოლა“, რადგან მეორე ტურში ორივემ იმარჯვა. „ზესტაფონი-1“-სა „ხილიანი“ და სოხუმის „დინამო“ ჯერჯერობით  უქულოდ არიან, მაგრამ ჯგუფური რაუნდის დასკვნით, მე-3 ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან და ვნახოთ ვინ იმარჯვებს.

B ჯგუფი

ხილიანი - ავაზა                    0:7

დინამო (სოხ.) - 35 საფ. სკოლა       0:10

 

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ავაზა 2 2 0 0 21:0 6
2. 35-ე საფ. სკოლა 2 2 0 0 15:0 6
3. ხილიანი 2 0 0 2 0:12 0
4. დინამო (სოხ.) 2 0 0 2 0:24 0

 

C ჯგუფს, უდანაკარგო „ამერი“,  ერთპიროვნულად ლიდერობს და მესამე ტურში მდევარ „ზესტაფონი-2“-ს ეთამაშება. თსსა (თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია) და „აფხაზეთი“, ერთმანეთს შეეჭიდებიან და ვნახოთ რომელი როგორ გამოიყენებს კუთნილ შანსს.

C ჯგუფი

თსსა - ამერი                                   0:4

აფხაზეთი - ზესტაფონი-2              2:3

 

.

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ამერი 2 2 0 0 7:0 6
2. ზესტაფონი-2 2 1 1 0 5:4 4
3. თსსა 2 0 1 1 2:6 1
4. აფხაზეთი 2 0 0 1 2:6 0

 

ჯგუფური რაუნდის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები ხვალ, 29 ნოემბერს გაიმართება. ხვალ საბოლოოდ გაირკვება ტურნირის მონაწილე 12 გუნდიდან, იმ 8 გუნდის ვინაობა (ჯგუფიდან ორ-ორი გამარჯვებული და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავლენ), რომლებიც ტურნირის გამარჯვებულის ტიტულისთვის 1/4 ფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ხვალ გასამართი მატჩების ჩამონათვალი ასეთია:

III ტური

29 ნოემბერი. ორშაბათი

ზესტაფონი - დომინანტი - 10:30 სთ.

აფხაზეთი - თსსა - 11:30 სთ.

გორდა - გლდანი - 12:30 სთ.

ზესტაფონი-2 - ამერი - 13:30 სთ.

დინამო (სოხუმი) - ხილიანი - 14:30 სთ.

35- საფ. სკოლა - ავაზა - 15:30 სთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge