მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ (გურამ გაბისკირიას თასი. III ტური) 29.11.2021

35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტრადიციული ტურნირის მესამე ტურის მატჩები სამივე ჯგუფში ჩატარდა. შესაბამისად, ჯგუფური რაუნდი დასრულდა და 1/4 ფინალში გასული 8 გუნდის ვინაობა გაირკვა.

უმჯობესი იქნება ჯგუფური რაუნდის დასკვნითი ტურის მატჩები და ჯგუფების სატურნირო მდგომარეობა სათითაოდ მიმოვიხილოთ.

A ჯგუფში ორი მოგების შემდეგ, „დომინანტს“  „ზესტაფონი-1“-მა სძლია და 4 ქულით, 1/4 ფინალში გამსვლელი 2 საუკეთესო მესამეადგილოსნიდა ერთ-ერთი გახდა.  „გლდანმა“ რუსთავის „გორდას“ მოუგო და ქულებით „დომინანტს გაუთანაბრდა, მაგრამ „დომინანტმა“ ცხრილში პირველი ადგილი, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე, (დომინანტელებმა გლდანელებს მეორე ტურში მოუგეს) შეინარჩუნა. მოკლედ, ამ ჯგუფიდან 1/4 ფინალში სამი გუნდი გავიდა: „დომინანტი“ „გლდანი“ და „ზესტაფონი-1“.

 

A ჯგუფი

ზესტაფონი-1 - დომინანტი  4:0

გორდა - გლდანი                1:5

 

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დომინანტი 3 2 0 1 6:4 6
2. გლდანი 3 2 0 1 7:3 6
3. ზესტაფონი-1 3 1 1 1 6:3 4
4. გორდა 3 0 1 2 2:11 1

 

B ჯგუფიდან, 1/4 ფინალში „ავაზამ“ და „35-ე საფეხბურთო სკოლის“ გუნდი გავიდა. „ხილიანმა“ სოხუმის „დინამოს“ კი სძლია და 3 ქულა დააგროვა, მაგრამ 1/4 ფინალში გამსვლელი ორი საუკეთესო მესამეადგილის საგზური ვერ მოიპოვა, რადგან  C ჯგუფიდან, ასევე 3 ქულის მქონე „აფხაზეთმა“ ბურთების ბალანსში აშკარად დაჯაბნა.

 

 

B ჯგუფი

35-ე საფ. სკოლა  - ავაზა               1:2

დინამო (სოხ.) - ხილიანი               0:2

 

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ავაზა 3 3 0 0 23:1 9
2. 35-ე საფ. სკოლა 3 2 0 1 16:2 6
3. ხილიანი 3 1 0 2 2:12 3
4. დინამო (სოხ.) 3 0 0 3 0:26 0

 

C ჯგუფიდან, პირველ-მეორე ადილით, „ამერი“ და „ზესტაფონი-2“ გავიდნენ 1/4 ფინალში. „აფხაზეთმა“ თსსა (თენგის სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია)-ს სოლიდურად მოუგო, ბურთების ბალანსი გაანულა, ამ კომპონენტში „ხილიანს“ აჯობა და ჯგუფიდა გავიდა.

 

 

C ჯგუფი

აფხაზეთი - თსსა                  4:0

ზესტაფონი-2 - ამერი           1:1

 

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ამერი 3 2 1 0 8:1 7
2. ზესტაფონი-2 3 1 2 0 6:5 5
3. აფხაზეთი 3 1 0 2 6:6 3
4. თსსა 3 0 1 2 2:10 1

 

მოკლედ, 1/4 ფინალში გასული 8 გუნდი ტურნირის რეგლამენტის მიხედვით დაწყვილდა. მეოთხედფინალური მატჩები ზეგ, ისევ 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩების ჩამონათვალი ასეთია:

1/4 ფინალური მატჩები

1 დეკემბერი. ოთხშაბათი

დომინანტი - 35-ე საფ. სკოლა - 10:30 სთ.

მერ - ზესტაფონი-1 - 11:30 სთ.

ავაზა - აფხაზეთ - 12:30 სთ.

გლდანი - ზესტაფონი-2 - 13:30 სთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge