სასიამოვნო სიახლე „ჩემპიონ ლიგის" გათამაშებაში მონაწილე 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელებისთვის!
როგორც იცით, კონკრეტულ ასაკში 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ჩვენი დებულების თანახმად, ჯგუფიდან მხოლოდ 2-2 გუნდი მოიპოვებდა საგზურს ნახევარფინალში.
ვინაიდან ბევრი საინტერესო და რთული შეხვედრა გამოდგა, გუნდების ბედი თითო ქულამ განსაზღვრა.საუკეთესოდ დაკომპლექტებული გუნდები და ძლიერი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ ნახევარფინალური შეხვედრების მიღმა. ერთ-ერთი ასეთი კარგად მოასპარეზე გუნდი „დიღომი" აღმოჩნდა.
სწორედ ამიტომ, საფეხბურთო სკოლა „დიღომი"-ს და „ლიბრა"-ს წიგნის მაღაზიათა ქსელის დამფუძნებლის ბატონი ზვიად სებისკვერაძის ინიციატივით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით „ჩემპიონ ლიგა" - 2008 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდებისთვის, გამართავს ოთხთა ტურნირს, სადაც გუნდები გაითამაშებენ „ლიბრას თასს".
გაგაცნობთ 3-4 ადგილებზე გასული გუნდების ვინაობას და შემოგთავაზებთ თამაშების განრიგს:
A ჯგუფი VS B ჯგუფი
„შტურმი" „დიღომი"
„გლდანი" „გრანდი"
6 დეკემბერი, ოთხშაბათი
„შტურმი" - „გრანდი" 12:00 სტადიონი-საგარეჯო
„დიღომი" - „გლდანი" 15:30 სტადიონი-GFF დ.დიღომი
ფინალური შეხვედრა გაიმართება 8 დეკემბერს, 15:30 საათზე, GFF დ.დიღმის სტადიონზე.
ფინალური მატჩის შემდგომ გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი!
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ბატონ ზვიადს თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ!
|