მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



გოლების წვიმა (გურამ გაბისკირიას თასი. I ტური) 26.11.2021

საფეხბურთო ტურნირებს მოწყურებული ბავშვების ჟივილ-ხივილი, მშობლების ქომაგობა, მოზარდთა მონდომებული თამაში, ტაიმებსა და მატჩებს შორის ცოცხალი, გამამხნევებელი მუსიკა, შემადგენლობებისა და გოლის ავტორთა გამოცხადება... ყველაფერი ისე, როგორც დიდ, პროფესიონალთა მატჩებზეა... ამ და სხვა სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს ის სანახაობა, რომელიც დღეს 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე სუფევდა... ასეთი გახლდათ, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების სასტარტო დღე.

პირველი ტურის მატჩები, ტურნირის სამივე ჯგუფში შედგა. 6 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, ისიც საბრძოლო ფრე. ფეხბურთი გოლით ფასობს და 6 თამაშში, სულ 34 გოლი გავიდა - შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი წვიმიანი ამინდი გოლების წვიმამ დაამშვენა.

ამასთან არაერთი საინტერესო მოზარდი გამოჩნდა, რომლებზეც ალბათ მწვრთნელები მალე იტყვიან ტალანტიაო... ამ და სხვა ტურნირების მიზანიც სწორედ ტალანტების აღმოჩენაა... მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებს და უმჯბესია, ჯგუფებში არსებული ვითარება მოკლედ მიმოვიხილოთ.

A  ჯგუფს ორი გამარჯვებული და ორი ლიდერი ჰყავს - აქ, „დომინანტი“ და „გლდანი“ დომინირებენ.

გორდა - დომინანტი - 0:5

გლდანი - ზესტაფონი-1 - 2:1

 სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დომინანტი 1 1 0 0 5:0 3
2. გლდანი 1 1 0 0 2:1 3
3. ზესტაფონი-1 1 0 0 1 1:2 0
4. გორდა 1 0 0 1 0:5 0

 

 

B ჯგუფში, „ავაზამ“ ტურნირის რეკორდი დამყარა, 14:0 მოიგო. ავაზელების მსგავსად, ასევე 3 ქულა აქვს „გლდანს“, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში „ზესტაფონი-1“-ს სძლია.

ავაზა - დინამო (სოხ.) - 14:0

35-ე საფ. სკოლა - ხილიანი - 5:0

 სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ავაზა 1 1 0 0 14:0 3
2. 35-ე საფ. სკოლა 1 1 0 0 5:0 3
3. ხილიანი 1 0 0 1 0:5 0
4. დინამო (სოხ.) 1 0 0 1 0:14 0

 

 

C ჯგუფში „ამერი“, 3 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. „ზესტაფონი-2“-სა და თსსა-ს (თენგის სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია) თითო ქულა აქვთ.

აფხაზეთი - ამერი - 0:3

თსსა - ზესტაფონი-2 - 2:2

სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ამერი 1 1 0 0 3:0 3
2. ზესტაფონი-2 1 0 1 0 2:2 1
3. თსსა 1 0 1 0 2:2 1
4. აფხაზეთი 1 0 0 1 0:3 0

 

 

 

მეორე ტური უფრო საინტერესო უნდა იყოს. პირველმა ტურმა სწორედ ეს მოლოდინი გაგვიჩინა და ჩვენც კვირის მატჩებს დაველოდოთ. 28 ნოემბერსაც ყველა თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩების ჩამონათვალი ასეთია:

II ტური.

28 ნოემბერი. კვირა

თსსა - ამერი - 10:30 სთ.

გლდანი - დომიანტი - 11:30 სთ.

გორდა - ზესტაფონი-1 – 12:30 სთ.

ხილიანი - ავაზა - 13:30 სთ.

აფხაზეთი - ზესტაფონი-2 – 14:30

დინამო (სოხუმი) – 35-ე საფ. სკოლა - 15:30 სთ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge