მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ზესტაფონი-1 თუ ავაზა? (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. ნახევარფინალები) 03.12.2021

დიახ, ზესტაფონი-1 თუ ავაზა, ვის დარჩება ტრადიციული ტურნირის, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასი? ეს კითხვა დღეს ჩატარებული, ტურნირის ნახევარფინალური მატჩების შედეგად გაჩნდა და მასზე პასუხს კვირას გასამართი ფინალი გაგვცემს. მანამდე კი უმჯობესია თანმიმდევრობას მივყვეთ.

 

35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, ტრადიციული ტურნირის, „გურამ გაბისკირიას თასის“ (2011-12 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის),  ნახევარფინალების დღე იყო. ორივე მატჩს ახალგაზრდა მსაჯები: კობა რევაზიშვილი და ცოტნე სამსონაშვილი უძღვებოდნენ. პირველად, „ავაზა“ და „გლდანი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მონაწილე გუნდების შემადგენლობები ასეთი გახლდათ:

ავაზა: საბა ბასარია, დავით ფეტვიაშვილი, საბა ბეჟანიძე, დანი დასენი, დემეტრე წილოსანი, ანდრია ხვისტანი, ანდრია ღარიბაშვილი (კაპ.), ანდრია ხიზანიშვილი, ლუკა სიხარულიძე, ანდრია მექვაბიშვილი, იოანე ფხალაძე, ნიკა გოგოლაძე;

მწვრთნელი: სოსო ჭიკაძე.

გლდანი: გიორგი კაჯილაშვილი, ბექა კაპანაძე, ვაკო სადილიანი, დემეტრე ფანცულაია (კაპ.), დავით დარსალია, დავით კავლელაშვილი, ანდრია დობორჯგინიძე, ნიკოლოზ ბუიღლიშვილი, ირაკლი ბერიანიძე, საბა კაბახჩიანი, ნიკა ბერიანიძე, ლუკა დუგლაძე;

მწვრთნელი: ზურაბ ჯიბუტი.

ეს მატჩი ავაზელთა უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარისშიც აისახა. გოლის გატანის შესაძლებლობა გლდანელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ავაზელებმა იძალეს და 3:0 მოიგეს. პატარა ავაზელებ დიდად გაიხარს და მეტოქეს ჯენტლმენური ჟესტი გაუკეთეს - მოედნიდან ტაშით გააცილეს.

სანახაობრივი მხარე პირველ ნახევარფინალს ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ მეორე თამაში უფრო დაძაბული გამოდგა, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა „ზესტაფონი-1“ უმასპინძლა. მეტოქეთა შემადგენლობები ასეთი გახლდათ:

35-ე საფ. სკოლა: სანდრო რიჟამაძე, მაქსიმე სილაგაძე (კაპ.), არჩილ დარჯანია, ლუკა ჯოხაძე, გიორგი გაგნიძე, შოთა უღრელიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ლუკა ადეიშვილი, ირაკლი მორჩილაძე, დათა ბაინდურაშვილი, გიგა გურგენიშვილი, გიორგი ზანგურაშვილი, სანდრო ქირია, ანდრია ზურაბიშვილი, სანდრო ასაშვილი;

 მწვრთნელები: გიორგი ძნელაძე, გოჩა ავსაჯანიშვილი.

ზესტაფონი-1: ოთო ნებიერიძე, ნიკოლოზ შახაძე, დავით დანელია, ნიკოლოზ შუკაკიძე, გიორგი აზრუმელაშვილი (კაპ.), გაბრიელ ბასილაშვილი, გაბრიელ კახიშვილი, ერიკ სარქისიანი, საბა დოლიძე, გიორგი მანველიანი, თემურ გალოგრე, ნიკოლოზ მოწონელიძე;

მწვრთნელი: ბექა მელიქიძე.

ზესტაფონელებმაუფრო მწვავედ შეუტიეს მასპინძლებს და თავიანთი შანსებიც გამოიყენეს. იმერლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ მეოთხეც გაიტანეს, მერე კი „35-ეტელთა“ ჯერ დადგა. მასპინძლებმა სამი ბურთი გაქვითეს და გათანაბრებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ზესტაფონელებმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

კვირას, 5 დეკემბერს, იმავე 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში ტურნირის დასკვნითი ნაწილე გველის. 15 საათზე „გლდანი“ და 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი, მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 16:30 სათზე კი ფინალში, ტურნირის მთავარი ტროფეისთვის, „ზესტაფონი-1“ და „ავაზა“ შეებმებიან. ტურნირის ორგანიზატორთა (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი) მიერ, ყველა მონაწილე დასაჩუქრდება. განსაკუთრებული და შესაბამისი პრიზები ელით პირველ, მეორე და მესსამე ადგილზე გასულ გუნდებს. ასევე, საუკეთესოები გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში. 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge