მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ნახევარფინალისტები გარკვეულია (გურამ გაბისკირიას თასი. 1/4 ფინალები) 01.12.2021

დღეს, 1 დეკემბერს, 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა. ჩატარებული ოთხი თამაშის შედეგად ოთხი ნახევაფინალისტის ვინაობა გამოვლინდა.

ოთხი მატჩიდან, გამარჯვებულის გამოსავლენად, მხოლოდ ერთ წყვილში გახდა საჭირო პენალტების სერია. ბევრს აღარ გავაგრძელებთ და 1/4 ფინალური მატჩების შედეგებს აქვე გაგაცნობთ.

 

1/4 ფინალური მატჩები

1 დეკემბერი. ოთხშაბათი

დომიანტი - 35- საფ. სკოლა - 1:3

ამერი - ზესტაფონი-11:1 (3:4 პენალტ.)

ავაზა - აფხაზეთი - 5:0

გლდანი - ზესტაფონი-2 - 2:1

 

 

ასე რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე ამ ტრადიციულ ტურნირზე 4 გუნდი გაგრძელებს ასპარეზობას. ესენია:  35-ე საფეხბურთო სკოლა, „ზესტაფონი-1“, „ავაზა“ და „გლდანი“.ამ ოთხეულიდა გამარჯვებულები, ტურნირის მთავარი პრიზისთვის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალური მატჩები ზეგ, 3 დეკემბერს, ისევ 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში გაიმართება. თამაშების დაწყების დრო და ნახევარფინალური წყვილები ასეთია:

 

ნახევარფინალური მატჩები

3 დეკემბერი. ოთხშაბათი

გლდანი - ავაზა - 10:30 სთ.

35-ე საფ. სკოლა - ზესტაფონი-1 - 11:30 სთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge