მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



თასი ზესტაფონისაა! (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. ფინალი) 05.12.2021

 

35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი მატჩისთვის, ფინალისთვის, სათანადო აჟიოტაჟი და ატმოსფერო შეიქმნა. ეროვნული გმირის სახელობის ტურნირის (2011-12 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) ფინალური შეხვედრა ეროვნული გიმნით გაიხსნა.

საგულისხმოა ის, რომ ტურნირის ფინალურ აკორდს ქართული ფეხბურთის სხვადასხვა თაობის ვეტერანები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გამართული ტურნირის ფინალს, არაერთი ცნობილი და გამორჩეული პერსონა დაესწრო.

 

 

 

ორი რჩეული გუნდი ასეთი შემადგენლობებით წარდგნენ ერთმანეთის წინაშე:

ავაზა: საბა ბასარია, ანდრია მექვაბიშვილი, დანი დასენი, საბა ბეჟანიძე, იოანე ფხალაძე, დავით ფეტვიაშვილი ლუკა სიხარულიძე, ნიკა გოგოლაძე, დემეტრე წილოსანი, ანდრია ხიზანიშვილი, ანდრია ღარიბაშვილი, (კაპ.) ანდრია ხვისტანი, ნიკა ლომია, ლუკა თავაძე, ლექსო ბედუკაძე, დემეტრე ჯანაშია;

მწვრთნელი: სოსო ჭიკაძე.

ზესტაფონი-1: ოთო ნებიერიძე, ნიკა შახაძე, დავით დანელია, გიორგი აზრუმელაშვილი (კაპ.), გაბრიელ კახიშვილი, საბა დოლიძე, გიორგი მანველიანი, გაბრიელ ბასილაშვილი, ნიკა შუკაკიძე, თემო გალოგრე, ნიკა მოწონელიძე, ერიკ სარქისიანი;

მწვრთნელი: ბექა მელიქიძე

ფინალური მატჩი დაძაბული და საინტერესო რომ გამოვიდა, ამაზე თამაშის შედეგიც მეტყველებს - ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა... როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წრიმართა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს არაერთი ჰქონდა. ამ თამაშში, ორივე გუნდის ბიჭებმა მთელი გული და სული ჩადეს. „ზესტაფონმა“ იმარჯვა და ერთადერთი ბურთი გაიტანა. გამარჯვების გოლის ავტორი გაბრიელ კახიშვილი გახლდათ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge