მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ვულოცავთ! გრიგოლ ცაავა 58 წლისაა 05.01.2020

ის ზუსტად 58 წლის წინ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, 17 წლისა კი თბილისის "დინამოს" მაისური მოირგო. 1979-87 თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. შემდეგ იყო ლანჩხუთის "გურია", ისევ თბილისის "დინამო", მერე სახელშეცვლილი თბილისის "იბერია" (ყოფილი "დინამო"), შემდეგ სოხუმის "ცხუმი" და... სსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა...

სრულად ნახვა
გილოცავთ ახალ, 2020 წელს!!! 01.01.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ქართულ და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს

სრულიად საქართველოს

ულოცავს შობა-ახალ წელს

და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!

სრულად ნახვა
პრიზიორებმა მედლები და დიპლომები ჩაიბარეს 30.12.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის საფეხბურთო სეზონი პრიზიორების დაჯილდოებით დააგვირგვინა. წაბუკთა და მოზარდთა შორის 5 გათამაშებაში 3-3 პრიზიორი გამოვლინდა. დაჯილდოების გეოგრაფიაც მასშტაბური გახლდათ. დედაქალაქის გარდა დაჯილდოების ცერემონიალები გაიმართა კასპში, მუხრანში, კოდაში, მარნეულში, კაზრეთში, რუსთავში...

სრულად ნახვა
ვულოცავთ, თენგიზ პაჭკორია 60 წლისაა! 15.12.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ყველა აფხაზეთელისა და ქართული ფეხბურთის ქომაგის სახელით

ქართული ფეხბურთისა და სპორტის მემატიანესა და რჩეულ პატრიოტს,

ვისი გვარ-სახელიც შეტანილია წიგნში "ოქროს წიგნი" "აფხაზეთის ფეხბურთი-საუკუნის მატიანე"

თენგიზ პაჭკორიას

ულოცავს 60 წლის იუბილეს

ჯანმრთელობას, ღმერთის მფარველობას, მრავალ ბედნიერ წლებსა

და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!

სრულად ნახვა
სამძიმარი 08.12.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

თანაუგრძნობს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ვეტერან ფეხბურთელს, სოსო მალანიას, ძმის

ემზარ მალანიას

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს!

 

 

სამძიმარი 10 და 11 დეკემბერს, დაკრძალვა 12 დეკემბერს 14 საათზე

მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ, აკაკი ვასაძის ქ. 2

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირიას თასი ისევ დინამომ მოიგო 24.11.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩაატარა საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც შარშანდელის მსგავსად 10 გუნდი მონაწილეობდა.

სრულად ნახვა
დინამო და ვიტ ჯორჯია ფინალში გავიდნენ (გურამ გაბისკირიას თასი) 22.11.2019

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტთა ვინაობაც ცნობილი გახდა.

სრულად ნახვა
ნახევარფინალისტები გარკვეულია (გურამ გაბისკირიას თასი) 21.11.2019

საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება 11 ნოემბერს დაიწყო და დღეს ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად ტურნირის მონაწილე 10 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა.

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირიას სახელობის თასი 11 ნოემბერს დაიწყება 09.11.2019

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საფეხბურთო კლუბი სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ შარშან, 2018 წელს პირველად ჩაატარა. ორგანიზატორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს გათამაშება ყოველწლიური, ტრადიციული გახდებოდა და ასეც იქნება.

სრულად ნახვა
ვულოცავთ! მიხეილ ჯიშკარიანი - 50 წლისაა! 01.11.2019

დღეს, 1 ნოემბერს, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტ საბჭოთა ქვეყნებსა და გადაჭარბებული არც ის იქნება თუ ვიტყვით, თავის თაობაში, ევროპაში გამორჩეული, მიხეილ ჯიშკარიანი 50 წლის გახდა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge