მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



გურამ გაბისკირიას თასი. რეგლამენტი 24.11.2021

საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას თასი 2021

საფეხბურთო ტურნირი 2011-12 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის

ტურნირის რეგლამენტი

1. მიზანი და ამოცანები

1.1    მოზარდებსა და ბავშვებს შორის ფეხბურთისპოპულარიზაცია.

1.2    საფეხბურთო გუნდებისა და ფეხბურთელების ოსტატობის ამაღლება.

1.3  გამარჯვებული გუნდების გამოვლენა.

2.  ტურნირის ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი

2.1    შეჯიბრებას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი შესაბამისი კომიტეტები.

2.2 ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საფეხბურთო სკოლები და კლუბები, რომელსაც ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აქვთ იურიდიული სტატუსი.

2.3    ტურნირის დაწყების თარიღი 2021 წლის 26 ნოემბერი.

 

3. მონაწილე გუნდები, ჩატარების სისტემა დაპირობები

3.1  გურამ გაბისკირიას ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი.

3.2  ტურნირისს კალენდარი დგება კენჭისყრის საფუძველზე, სადაც გუნდები განლაგდებიან „ა“ და „ბ“ ჯგუფებში. ჯგუფური თამაშების შემდეგ 1-2 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად იასპარეზებენ 1/8 ფინალში. მათ დაემატება 2 საუკეთესო მესამე ადგილოსანი.

3.3  2011-12 წ.წ  დაბადებული  მოზარდები ითამაშებენ  შემცირებულ  მოედნებზე  60x40 (კარების ზომა 5x2).

3.4  ჯგუფებში თამაშები გაიმართება ერთ წრედ.

3.5    გათამაშებაში ქულათა დარიცხვა ხდება შემდეგნაირად; მოგება 3 (სამი) ქულა, ფრე 1(ერთი), წაგება 0 ქულა.                                                                                                                                                                                                  3.6  2011-12 წლებში დაბადებულთათვის თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი 25-25 წუთიანი ტაიმებით და 5 წუთიანი შესვენებით.                                                                                                                    3.7  2011-12 წ.წ დაბადებულ ბავშვთა თამაშები ჩატარდება მოთამაშეთა რაოდენობით 9x9 ზე, ნებადართულია განმეორებითი შეცვლები.                                                                                                        

3.8  მეკარეს ეკრძალება თანაგუნდელებისგან დაბრუნებული ბურთის ხელით აღება.

   3.9 ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით.

   - უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრის შედეგებით.

- მოგებაბათა მეტი რაოდენობა

- გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა.

- გატანილი გოლების მეტი რაოდენობა .

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

4. გუნდების განაცხადების გაფორმება.

4.1 განაცხადების მიღებას და ფეხბურთელთა დამტკიცებას აწარმოებს  ა.ფ.ფ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია) საშეჯიბრო კომიტეტი. ქვეყანაში არსებული გართულებული კოვიდ სიტუაციის გამო გუნდები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ მოთამაშეთა სწრაფი ტესტის პასუხები.

4.2 გუნდის მწვრთნელი ვალდებულია დაწყებამდე 30 წუთით ადრე შეავსოს მატჩის ოქმი. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს მოთამაშეთა ფორმისგან.

4.3 მატჩების დაწყების დროს განსაზღვრავს ა.ფ.ფ-ს საორგანიზაციო კომიტეტი გუნდებთან შეთანხმებით დამტკიცებული კალენდრით.

5. მსაჯობა

5.1 ტურნირის მატჩებს, 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის მოემსახურება, 1(ერთი) მსაჯი, ხოლო ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს მოემსახურება 2 (ორი) მსაჯი.

5.2 ტურნირის მატჩებზე მსაჯების დანიშვნა ხდება ორგანიზატორი ფედერაციის მიერ.

5.3 მატჩის მსაჯი და გუნდის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელნი არიან თამაში ჩაატარონ მაღალ ორგანიზაციულ დონეზე.

6. საჩივარი

6.1 გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია თამაშის დამთავრებისთანავე საჩივრის შეტანის თაობაზე გააფრთხილოს მსაჯი და შენიშვნები შეიტანოს თამაშის ოქმში.

6.2 არ მიიღება საჩივარი თამაშის დროს მსაჯის შემდეგ გადაწყვეტილებებზე:

-დანიშნა თუ არა თავისუფალი, საჯარიმო ან 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა.

- გაფრთხილება ან გაძევება.

- გათამაშების კალენდარული მატჩები მსაჯის შეცდომის გამო არ გადათამაშდება.

7. დაჯილდოება

7.1 გურამ გაბისკირიას ტურნირში მონაწილე 12-ვე გუნდი დაჯილდოვდება თასებით, დიპლომებით.

7.2 პირველ, მეორე და მესამე (1-2-3) ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი სინჯის მედლები.

7.3 დაწესებულია სახელობითი პრიზები:

1. ვლადიმერ მარღანიას - საუკეთესო მეკარე.

2. ნიაზ ძიაფშიპას - საუკეთესო მცველი.

3. ვიტალი დარასელიას - საუკეთესო ნახევარმცველი.

4. დავით ყიფიანის - საუკეთესო ფეხბურთელი.

5. ვლადიმერ ბარქაიას - საუკეთესო თავდამსხმელი.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge