მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ქართულ ფეხბურთს ილია დათუნაიშვილი გამოაკლდა 11.02.2022

ქართული ფეხბურთს, პირველი "ოქროს თაობის", კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა, ილია დათუნაიშვილი. ამ გვარ-სახელის ხსენებით ყველაფერი ნათქვამია, აღარ გვყავს 1964 წლის 18 ნოემბრის ტაშკენტური ფინალის გმირი, ვინაც მოსკოვის "ტორპედოს" მიერ გატანილი ბურთი, კუთხურიდან ჩახვეული ულამაზესი გოლით გაქვითა და თამაში დამატებით დროში გადაზარდა. ოვერტაიმში ილია დათუნაიშვილმა ერთი კიდევ ბურთი გაიტანა, თითო კი მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს... თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედოს" 4:1 სძლია და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...

სრულად ნახვა
გვახსოვდეს ლეგენდები: ვიტალი დარასელია 65 წლის გახდებოდა... 09.01.2022

ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის ფინალში, გადამწყვეტი გოლი ავტორი ვიტალი დარასელია დღეს 65 წლის გახდებოდა... სამწუხაროა, რომ წარსულში გვიწევს მისი ხსენება. 1982 წლის 13 დეკემბრის სუსხიან დღეს მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოკატასტროფამ, ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ვიტალი დარასელიას სიცოცხლე. მან მხოლოდ მეოთხედი საუკუნე იცხოვრა, მაგრამ ბევრი მოასწრო... და ბევრის მოსწრება ვერ შეძლო...

სრულად ნახვა
ქრისტეშობას გილოცავთ! 07.01.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ყველა აფხაზეთელს, სრულიად საქართველოს ულოცავს

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
გილოცავთ ახალ, 2022 წელს! 31.12.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია,

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი,

საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების ყველა წევრს,

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარსა და მესვეურს,

ყველა აფხაზეთელს, სრულიად საქართველოს,

ულოცავს ახალ 2022 წელს,

ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს!

სრულად ნახვა
მალხაზ ბეუქლიშვილი აღარ გვყავს... 15.12.2021

ძნელია ამ ამბის დაჯერება, ძნელია იმისი დაჯერება, რომ მალხაზ ბეუქლიშვილი აღარ გვყავს. კაცი გულღია, ღიმილიანი, თავაზიანი, მშრომელი, კეთილი... ყველაფერი გულთან რომ მიჰქონდა, ისეთი... სამწუხაროდ, სწორედ გულმა უმტყუნა... არა და, ის 49 წლის იყო...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი არბიტრის

მალხაზ ბეუქლიშვილის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს

სრულად ნახვა
ვულოცავთ! გაგრა მთავარ ლიგაში დაბრუნდა 12.12.2021

საქართველოს თასის ორგზის მფლობელი (2011 და 2020 წლებში) საფეხბურთო კლუბი "გაგრა", 9-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის უმთავრეს ლიგაში დაბრუნდა. 2021 წლის სეზონში, გაგრელებმა ეროვნული ლიგა-2-ში, მე-2 ადგილი დაიკავეს...

სრულად ნახვა
საჩუქრების ფოიერვერკი და ლამაზი დღე პატარებს (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. დაჯილდოება) 05.12.2021

რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის კულმინაცია, დაჯილდოების ცერემონიალი გახლდათ, რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, ფინალური მატჩის დამთავრებისთანავე გაიმართა.

სრულად ნახვა
თასი ზესტაფონისაა! (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. ფინალი) 05.12.2021

35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი მატჩისთვის, ფინალისთვის, სათანადო აჟიოტაჟი და ატმოსფერო შეიქმნა. ეროვნული გმირის სახელობის ტურნირის (2011-12 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის) ფინალური შეხვედრა ეროვნული გიმნით გაიხსნა.

სრულად ნახვა
გლდანი მესამეა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. მატჩი მე-3 ადგილისთვის) 05.12.2021

საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაზე, ტრადიციული ტურნირის დასკვნითი დღე, მე-3 ადგილისთვის მატჩით გაიხსნა.

სრულად ნახვა
ზესტაფონი-1 თუ ავაზა? (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. ნახევარფინალები) 03.12.2021

დიახ, ზესტაფონი-1 თუ ავაზა, ვის დარჩება ტრადიციული ტურნირის, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასი? ეს კითხვა დღეს ჩატარებული, ტურნირის ნახევარფინალური მატჩების შედეგად გაჩნდა და მასზე პასუხს კვირას გასამართი ფინალი გაგვცემს. მანამდე კი უმჯობესია თანმიმდევრობას მივყვეთ.

სრულად ნახვა
 
web-style.ge