გურამ გაბისკირია 75 წლის გახდებოდა... | 02.03.2022 |
დღეს, 2 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ყოფილი ფეხბურთელის, ყოფილი მსაჯის, სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას დაბადების დღეა. ეს ბუმბერაზი ქართველი, დღეს 75 წლის გახდებოდა...
სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, ჟიული შარტავასთან და სხვა პატრიოტ ქართველებთან ერთად, სეპარატისტებმა გურამ გაბისკირია ტყვედ აიყვანეს. სეპარატისტებმა მას მოსთხოვეს: დაიჩოქე, ბოდიში მოიხადე, ქართველებს შეაგინე და აღიარე რომ აფხაზეთი საქართველო კი არა, სხვა ქვეყანააო.სანამ ცოცხალი ვარ, ამას არასოდეს გავაკეთებ, - ასეთი იყო გმირი ქართველის პასუხი.რამდენიმე საათში, სეპარატისტებმა, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა, სხვა ქართველებთან ერთად დახვრიტეს. 2017 წელს გურამ გაბისკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. |
უკან დაბრუნება |