მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ახალი სეზონის პროგრამის პრეზენტაცია 21 თებერვალს გაიმართება 17.02.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, ახალი 2022 წლის საფეხბურთო სეზონს იწყებს. გასული წლისგან განსხვავებით, ახალი სეზონი უფრო მასშტაბურად, გრანდიოზულად ჩატარდება და ამის დასტურია ისიც, რომ სეზონის დაწყებამდე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, მონაწილე გუნდებს, ახალ პროგრამას წარუდგენს...

მაშ ასე, 2005-2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაბადებულ ბავშვთა, მოზარდთა და ჭაბუკთა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებსა და მესვეურებს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სეზონის პროგრამის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. პროგრამის პრეზენტაცია, ორშაბათს, 21 თებერვალს, ქალაქ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 13 საათზე გაიმართება. ამ ახალი სეზონის პროგრამიდან, ყველა დარწმუნდება თუ რა პლუსები ექნება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის ჩემპიონატებში თქვენი ასაკობრივი გუნდების მონაწილეობას და რით იქნება ახალი სეზონი განსხვავებული და გრანდიოზული.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge