მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს! 900 წელი დიდგორის ბრძოლიდან 12.08.2021

 "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქრისტეს რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არა თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, თვით ეშმაკსაც კი დავამარცხებთ. ქრისტეს რჯულისთვის, სამშობლოსთვის, წინ ქართველნო", -

სრულად ნახვა
გვახსოვდეს! აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა... 08.08.2021

ყველაფერი ეს საშინელება ჩვენს თვალწინ მოხდა. მას მერე 13 წელი გავიდა, მაგრამ ყველას გვახსოვს და ვალდებულნი ვართ ყოველთვის გვახსოვდეს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ვაჟკაცების შესახებ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, შემდგომი თაობები, ისტორიის სახელმძღვანელოში წაიკითხავენ. ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, მათ ხსოვნას ყოველთვის პატივი მივაგოთ და ყოველთვის გვჯეროდეს, რომ ჩვენ დავბრუნდებით, სოხუმშიც და ცხინვალშიც, გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც, გალშიც...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

 

სრულად ნახვა
აფხაზეთელებო, ქართველებო... გაგრასთვის! საქართველოსთვის! 13.07.2021

მიმდინარე წლის ევროტურნირებზე, საქართველოს კვლავაც 4 გუნდი წარადგენს. მათგან ერთ-ერთია, ჩვენი „გაგრა“... გუნდი, რომელმაც დევნილობის მიუხედავად, არაერთხელ ასახელა საქართველო ევროარენაზე. ჩვენი გაგრელები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, თანაც საერთაშორისო არენაზე, რომ გაგრა და აფხაზეთი საქართველოა! ისევე როგორც სამაჩაბლო და ცხინვალი არის საქართველო...
სრულად ნახვა
ალგეთი მეხუთეზეა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი) 01.07.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, შემოდგომამდე დაგეგმილი ერთი მატჩი გაიმართა, რომლის შედეგადაც მარნეულის "ალგეთი" მეხუთეზე აზევდა.

სრულად ნახვა
აჩაბეთელების ბენეფისი (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 7 ტური) 27.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდები ასპარეზობენ, მორიგი ტურის მატჩები შედგა. მე-7 ტურმა, ცხრილის პირველ ნახევარში ერთი თვალშისაცემი ცვლილება მოახდინა...

სრულად ნახვა
აფხაზეთი ლიდერს გაუთანაბრდა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 6 ტური) 20.06.2021

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ამ თამაშების შედეგებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობაში კი გვარიანი დაძაბულობა შეიტანა.

სრულად ნახვა
ალგეთი მეორეზე აღზევდა! (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 18.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უფროსი ასაკის გათამაშებაში, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩი შედგა, რომლის შედეგმაც სატურნირო ცხრილში შესაბამისი ცვლილება გამოიწვია...

სრულად ნახვა
ლიახვი ადიდდა! (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 5 ტური) 14.06.2021

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლიახვი ადიდდა", რაღა თქმა უნდა, გადატანითი ნიშვნელობით... აჩაბეთის გუნდები სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ - "ლიახვი-2" ცხრილს სათავეში მოექცა, "ლიახვი-1" ისევ მესამეა, მაგრამ ამჯერად სამის ნაცვლად მხოლოდ ქულით ჩამორჩება...

სრულად ნახვა
მუხრანი უკვე მეორეა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 13.06.2021

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, პირველი წრე 4 ივნისს დასრულდა და სეზონის განახლებამდე გუნდები გადადებულ მატჩებს ატარებენ. ამჟამად ორი გადადებული თამაში შედგა და ორივეში აგარის "განთიადმა" ითამაშა. აგარელებს შანსი ჰქონდათ, არა მე-4 ადგილზე, არამედ მე-3 საფეხურზე აენაცვლათ, მაგრამ...

სრულად ნახვა
ლიახვი-1 უკვე მესამეა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 4 ტური) 06.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, მე-4 ტური უხვგოლიანი გამოდგა. 3 მატჩში 18 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამასში 6 გატანილი გოლის ტოლფასია.

სრულად ნახვა
 
web-style.ge