მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



აფხაზეთელებო, ქართველებო... გაგრასთვის! საქართველოსთვის! 13.07.2021

მიმდინარე წლის ევროტურნირებზე, საქართველოს კვლავაც 4 გუნდი წარადგენს. მათგან ერთ-ერთია, ჩვენი „გაგრა“... გუნდი, რომელმაც დევნილობის მიუხედავად, არაერთხელ ასახელა საქართველო ევროარენაზე. ჩვენი გაგრელები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, თანაც საერთაშორისო არენაზე, რომ გაგრა და აფხაზეთი საქართველოა! ისევე როგორც სამაჩაბლო და ცხინვალი არის საქართველო...
ჩემო ქართველებო, აფხაზეთელებო და ჩვენი სხვაკუთხის შვილებო, „გაგრას“ მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ის ბიჭები, ის ფეხბურთელები, რომლებიც „გაგრას“ მაისურით, ხუთშაბათს გავლენ მოედანზე „სუტიესკასთან“ მატჩში, საქართველოს ერთიანობის საქმეში თავიანთ აგურს კიდევ ერთხელ დადებენ. ჩვენი ვალია მათ ვაგრძნობინოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არიან. სტადიონის ტრიბუნიდან გულმხურვალე ქომაგობით მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ გაგრა საქართველოა! აფხაზეთი საქართველოა! ცხინვალი საქართველოა!
მაშ ასე, აფხაზეთელებო, ქართველებო, ძმებო. დებო, შვილებო... გავაკეთოთ ეს ქართული საქმე, 15 ივლისს 20 სათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შევიკრიბოთ და გულანთებულებმა ვუქომაგოთ „გაგრას“, ვუქომაგოთ საქართველოს! ჩვენ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთელები... სტადიონზე გელით!

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge