მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



აფხაზეთი ლიდერს გაუთანაბრდა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 6 ტური) 20.06.2021

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ამ თამაშების შედეგებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობაში კი გვარიანი დაძაბულობა შეიტანა.

ცხრილს უკვე აღარ ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი. თუმცა, უპრიანი იქნება ამ მატჩების შედეგებსა და სატურნირო მდგომარეობას აქვე გადაავლოთ თვალი:

 

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი

(2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის)

6 ტური.

17 ივნისი 2021 წ.

1. იბერია 2010 (თბილისი) - აფხაზეთი - 1:7

18 ივნისი 2021 წ.

2. ალგეთი (მარნეული) - დინამო (სოხუმი) - 5:0

20 ივნისი 2021 წ.

3. ლიახვი-2 (აჩაბეთი) - ლიახვი-1 (აჩაბეთი) - 0:0

 

სატურნირო ცხრილი 6 ტურის შემდეგ

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ლიახვი-2 (აჩაბ.) 6 4 1 1 22-7 13
2. აფხაზეთი 6 4 1 1 24-14 13
3. ლიახვი-1 (აჩაბ.) 6 3 1 2 14-11 10
4. იბერია 2010 (თბ.) 6 2 1 3 20-24 7
5. ალგეთი (მარნ.) 5 2 0 3 11-9 6
6. დინამო (სოხ.) 5 0 0 5 6-34 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge