მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აუტსაიდერის სიურპრიზი (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 26.11.2018

აუტსაიდერის სიურპრიზი, სწორედ ასე შეიძლება ვუწოდოთ გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშების 21-ე ტურს, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ. ამ ტურში მე-2 ადგოლზე მყოფ "ნორჩი დინამოს" აუტსაიდერმა, უქულოდ მყოფმა "მერანმა" უმასპინძლა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 3:0 სძლია. საგულისხმოა ის, რომ ეს "მერანის" პირველი გამარჯვება და 3 ქულაა...

სრულად ნახვა
ჯამარაულმა დინამო ფინალში გაიყვანა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 25.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დღეს, "დინამო თბილისის" აკადემიის სტადიონზე მეორე ნახევარფინალური მატჩიშედგა, რომელშიც "დინამო თბილისი" "ლომებს" დაუხვდა.

სრულად ნახვა
ნორჩი დინამო-1 ფინალშია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 23.11.2018

როგორც უკვე გუშინ გაუწყეთ, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა და ნახევარფინალის ანონსიც შემოგთავაზეთ. დღეს კი პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგა...

სრულად ნახვა
ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. A ჯგუფი) 22.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფური რაუნდი უკვე მთლიანად დასრულდა. დასკვნითი ტურის მატჩები მხოლოდ A ჯგუფში იყო გასამართი და დღეს შედგა. წინა ტურშივე გაირკვა ამ ჯგუფის ერთი ფინალისტის ვინაობა, ეს თბილისის "იბერია 2010" გახლდათ. ამჯერად კი მეორე ფინალისტის ვინაობაც გაცხადდა...

სრულად ნახვა
ვინ არის მეოთხე? (გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი A და B ჯგუფები) 21.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი B ჯგუფში დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ფინალისტის საგზურისთვის "ლომები" და "ახალგორი" იბრძოლებს.

სრულად ნახვა
ლომები ერთს დასჯერდა, დუეტი პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი, A და B ჯგუფები) 19.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება გრძელდება. B ჯგუფში უკვე მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა. A ჯგუფში კი ერთი ტური გადაიდო და მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული.

სრულად ნახვა
აფხაზეთი უკვე მეორეზეა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 20.11.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში "დინამო თბილისი" რომ ჩემპიონია ეს ჯერ კიდევ 2 ტურის წინ გაცხადდა. იქვე ვივარაუდეთ, რომ, ვიცე-ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი "აფხაზეთს" რომ ჰქონდა და... ისე აგიხდათ ყველაფერი. "აფხაზეთელებმა" ამ ტურისა და გადადებული ორი მატჩი, ჯამში 3 თამაში მოიგეს და მოპოვებული 9 ქულით მე-2 ადგილზე აღზევდნენ.

სრულად ნახვა
მესამეზე ერთბაშად სამია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 18.11.2018

"ასმც.მერანს" მესამე ადგილის დათმობა მოუწია. თუმცა, სამეულს ვინ ჩივის, ეს გუნდი საერთოდ ხუთეულს მიღმა, მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა. მესამეზე, უფრო სწორად კი მესამე-მეხუთე ადგილს ერბაშად 3 გუნდი იყოფს, რომელთაც თანაბარი, 37-37 ქულა აქვთ. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ვლაედიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-20 ტურის მატჩებმა, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლიდერის 6 უპასუხო (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 18.11.2018

წინა ტურში პირველზე აღზევებულმა მარნეულის "ალგეთმა" ლიდერობა შეინარჩუნა. "ალგეთელებმა" ამჯერად შინ "ბორჯომი" მიიღეს და რიხიანად, 6:0 ომარჯვეს. პირველზე მყოფ მარნეულელებს უდანაკარგოს გაჰყვა გურჯაანის "ალაზანი", რომელმაც შინ კრწანისი-გარდაანს სძლია, მესამეზე მყოფმა "იბერია 2010"-მა კი აჩაბეთის "|ლიახვი" სტუმრად დაჯაბნა.

სრულად ნახვა
მეოთხეს ახალი პატრონი ჰყავს (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 18.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში, რომელიც გიგა ნორაკიძის სახელს ატარებს, მე-20 ტურის მატჩები და ერთიც გადადებული თამაში შედგა. ამ შეხვედრებს მოწინავე სამეულში არც გუნდების განლაგება და არც მათ შორის ქულათა ბალანსი არ შეუცვლია. მე-4 ადგილს კი ახალი "პატრონი გამოუჩნდა" - "რუსთავი-2".

სრულად ნახვა
 
web-style.ge