მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ლომები ერთს დასჯერდა, დუეტი პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი, A და B ჯგუფები) 19.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება გრძელდება. B ჯგუფში უკვე მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა. A ჯგუფში კი ერთი ტური გადაიდო და მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული.

შაბათს 17 ნოემბერს A ჯგუფში მე-3 ტურის მატჩები ჩატარდა და ლიდერობაზე ამჯერად სამის ნაცვლად ორი გუნდი აცხადებს პრეტენზიას: "აფხაზეთი-2" და "იბერია 2010". რაც შეეხება B ჯგუფს, ლიდერი ლომები თუ 3 ტურის შემდეგ უდანაკარგო ლიდერი იყო, მე-4 ტურის შემდეგაც შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ ქულები დაკარგა და "ახალგორთან" საბრძოლო ფრეს დასჯერდა.

სანამ ორივე ჯგუფში ბოლოს ჩატარებულ მატჩებსა და სატურნირო ცხრილებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ გურამ გაბისკირიას სახელობის თასის ფინალი 25 ნოემბრის ნაცვლად 27 ნოემბერს ჩატარდება.

 

 

14.11.2018.

მე-3 ტური. A ჯგუფი.

1. გაგრა - აფხაზეთი-2 - 0:2

2. იბერია 2010 - აფხაზეთი-2 - 6:2

დინამო (თბ.) - ისვენებს


სატურნირო ცხრილი (მე-3 ტურის შემდეგ)


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. აფხაზეთი-2 2 2 0 0 11-0 6
2. იბერია 2010 2 2 0 0 10-3 6
3. დინამო (თბ.) 2 1 0 1 14-4 3
4. ასმც. ვარკეთილი 2 0 0 2 2-15 0
5. გაგრა 2 0 0 2 0-15 0

 

ახლა კი B ჯგუფში დღეს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს გავეცნოთ:

 

19.11.2018.

მე-4 ტური. B ჯგუფი.

1. ნორჩი დინამო-1 - ავაზა - 7:1

2. ახალგორი - ლომები - 4:4

აფხაზეთი-1 - ისვენებს


სატურნირო ცხრილი (მე-2 ტურის შემდეგ)


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ლომები 2 2 0 0 16-1 6
2. ახალგორი 2 1 0 1 10-4 3
3. ნორჩი დინამო-1 1 1 0 0 4-1 3
4. ავაზა 1 0 0 1 1-7 0
5. აფხაზეთი-1 2 0 0 2 0-18 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge