მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ნორჩი დინამო-1 ფინალშია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 23.11.2018

როგორც უკვე გუშინ გაუწყეთ, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა და ნახევარფინალის ანონსიც შემოგთავაზეთ. დღეს კი პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგა...

თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე თბილისური დერბი შედგა, დედაქალაქური "იბერია 2010", "ნორჩი დინამო-1"-ს დაუპირისპირდა. ამ დაძაბულ მატჩში სამი გოლი გავიდა. "ნორჩმა დინამოელებმა" "იბერიელებს" 2:1 მოუგეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. "იბერია 2010"-ს კი მე-3 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს, "ლომები" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდება ერთმანეთს, კვირას 25 ნოემბერს, "დინამო თბილისის" აკადემიის მოედანზე 13 საათზე დაიწყება.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge