მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–5 ტურის მატჩები დასრულდა, რომელთაც სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანეს, მაგრამ ლიდერი და მოწინავე სამეულის განლაგება და შემადგენლობა ვერ შეცვალეს... ერთი სიტყვით, ცხრილს კვლავ სართიჭალის "სართი" ლიდერობს, რომელმაც 5 ტურში ქულათა მაქსიმუმი 15 ქულა მოიპოვა. მას 3 ქულით ჩამორჩება სოხუმის "ცხუმი", რომელსაც ასევე ქულათა მაქსიმუმი აქვს, მაგრამ, აქამდე მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. მოწინავე ტრიოს 11 ქულის მქონე გალის "მზიური" ხურავს. აღსანიშნავია ის, რომ ამ მოწინავე ტრიოდან არცერთ გუნდი ჯერ არ დამარცხებულა.
ცხრილში მოწინავე ტრიოს სამეულები მოჰყვება. 9–9 ქულა 3 გუნდს აქვს, 7–7 ქულა ასევე სამმა გუნდმა მოიპოვა, ისევე როგორც მომდევნო 3 გუნდს, თანაბრად 4–4 ქულა აქვს. თითოქულიანი 2 გუნდია, ახმეტის "ბახტრიონი" კი ამ ტურში ისვენებდა და შესაბამისად, კვლავ უქულოდაა. |