სართი კვლავ პირველია, ლიდერი ტრიო უცვლელია! | 03.10.2014 |
მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–5 ტურის მატჩები დასრულდა, რომელთაც სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანეს, მაგრამ ლიდერი და მოწინავე სამეულის განლაგება და შემადგენლობა ვერ შეცვალეს... ერთი სიტყვით, ცხრილს კვლავ სართიჭალის "სართი" ლიდერობს, რომელმაც 5 ტურში ქულათა მაქსიმუმი 15 ქულა მოიპოვა. მას 3 ქულით ჩამორჩება სოხუმის "ცხუმი", რომელსაც ასევე ქულათა მაქსიმუმი აქვს, მაგრამ, აქამდე მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. მოწინავე ტრიოს 11 ქულის მქონე გალის "მზიური" ხურავს. აღსანიშნავია ის, რომ ამ მოწინავე ტრიოდან არცერთ გუნდი ჯერ არ დამარცხებულა. ცხრილში მოწინავე ტრიოს სამეულები მოჰყვება. 9–9 ქულა 3 გუნდს აქვს, 7–7 ქულა ასევე სამმა გუნდმა მოიპოვა, ისევე როგორც მომდევნო 3 გუნდს, თანაბრად 4–4 ქულა აქვს. თითოქულიანი 2 გუნდია, ახმეტის "ბახტრიონი" კი ამ ტურში ისვენებდა და შესაბამისად, კვლავ უქულოდაა. ეს ტური უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა. ამ ტურის 7 მატჩიდან უგოლოდ და ფრედ არცერთი არ დასრულებულა. თუმცა, უპირატესობა აშკარად სტუმართა მხარეს იყო. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი მაჩი მოიგეს, 6 შეხვედრა კი სტუმრებმა მოიგეს. შესაბამისად, გოლებშიც სტუმართა უპირატესობაა 20/10–ზე. დიახ, სულ ამ ტურში 30 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 7 გატანილ ბურთზე ცოტათი მეტის ტოლფასია. ამ ტურის მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი ასეთია:
საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. V ტური. 1. შავნაბადა – ცხუმი – 0:3 2. გაგრა–2 – ვოიაჟი – 1:2 3. ვიტ ჯორჯია–2 – ამირანი – 3:1 4. იბერია – კოლხი – 2:3 5. აფხაზეთი – მზიური – 3:6 6. ნორჩი დინამო – სართი – 0:2 7. გარდაბანი – გარეჯი – 1:3 ბახტრიონი – ისვენებს
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–5 ტურის მონაცემებით
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VI ტური. 08.102.014. ოთხშაბათი. 1. ვოიაჟი (თბილისი) – იბერია (თბილისი) 12:00 სთ. 2. ცხუმი (სოხუმი) – გაგრა–2 (გაგრა) 13:00 სთ. 3. ბახტრიონი (ახმეტა) – შავნაბადა (თელეთი) 16:00 სთ. 09.10.2014. ხუთშაბათი. 4. მზიური (გალი) – ნორჩი დინამო (თბილისი) 12:00 სთ. 5. კოლხი (გულრიში) – აფხაზეთი (აფხაზეთი) 15:00 სთ. 6. გარეჯი (საგარეჯო) – ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) 16:00 სთ. 7. სართი (სართიჭალა) – გარდაბანი (გარდაბანი) 16:00 სთ. ამირანი (ოჩამჩირე) – ისვენებს
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |