მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთი პირველია (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 3 ტური) 30.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, უმცროს ასაკში, 2009-2010 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, რომელსაც ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი ეწოდება, მორიგი ტურის მატჩები შედგა.

სრულად ნახვა
მცხეთამ მდევარი დასცა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი, 5 ტური) 26.05.2021

ამ ხუთიოდე დღის წინ, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის თამაშების შედეგები და სატურნირო ცხრილი გაგაცანით და იქვე გაცნობეთ, რომ მთავარი ინტრიგა წინ გველოდა. ეს ინტრიგა ლიდერთა მატჩი გახლდათ, რომელმაც დაძაბულად ჩაიარა.

სრულად ნახვა
გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

მალე გვენახოს ერთიანი და ძლიერი საქართველო!

სრულად ნახვა
ლიახვი-2 უდანაკარგოა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, II ტური) 23.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-2 ტურის მატჩები შედგა. ამჯერად ტური სრულად ჩატარდა და სტუმარ-მასპინძელმა კვლავაც ბევრი ბურთი გაიტანა.

სრულად ნახვა
მცხეთის ოთხიდან ოთხი (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი, 4-5 ტური) 21.05.2021

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობენ მეოთხე-მეხუთე ტურის მატჩები არასრულად შედგა. გარდა ამისა, გაიმართა მესამე ტურის გადადებული შეხვედრა. ამ თამაშებმა სატურნირო ცხრილში საკმაო ცვლილებები შეიტანა.

სრულად ნახვა
ვულოცავთ, ლევან კვარაცხელია იუბილარია! 18.05.2021

დღეს, ქართული ფეხბურთის სამსახურში მყოფი, ერთი გულიანი კაცის იუბილეა... ლევან კვარაცხელია, რომელიც ფიფას არბიტრის ამპლუაში, არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის სტადონებზეც კი გაძღოლია უამრავ მატჩს (მათ შორის ევროპის ცნობილი და მდიდარი ისტორიის მქონე გუნდების მონაწილეობით), 42 წლის გახდა. ის კვლავაც ქართულ ფეხბურთს ემსახურება, ამჯერად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტზე.

სრულად ნახვა
უხვგოლიანი სტარტი (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, I ტური) 16.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, კიდევ ერთმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის (2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის) შემდეგ, ასევე წარსულში ცნობილი აფხაზეთელის, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 2009-2010 დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
40 წელი თბილისის "დინამოს" ევროპული ტრიუმფიდან 13.05.2021

40 წელი გვაშორებს არა მარტო ქართული ფეხბურთის, ან ქართული სპორტის, არამედ საქართველოს ისტორიის "ოქროს ფურცელთან", 1981 წლის 13 მაისთან... დღესთან, როცა თბილისის "დინამო" ევროპის თასების თასის მფლობელი გახდა.

სრულად ნახვა
ლიდერი ისევ ორია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 10.05.2021

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება. ყოველივე ამის ფონზე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, 2007-08 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს აგრძელებს. რაც ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დამსახურებაა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაბამის რეკომენდაციათა დაცვას.

სრულად ნახვა
სოხუმელთა მომგებიანი სტარტი 09.05.2021

დღეს, 9 მაისს, გამარჯვების დღეს, გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი ქალთა ლიგა-2-ში მოასპარეზე სოხუმის "დინამომ". ვარკეთილის სპორტკომპლექსში სოხუმელმა გოგონებმა ახალციხის "ზარზმას" უმასპინძლეს და 1:0 მოიგეს.

სრულად ნახვა
 
web-style.ge