მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთი პირველია (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 3 ტური) 30.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, უმცროს ასაკში, 2009-2010 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, რომელსაც ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი ეწოდება, მორიგი ტურის მატჩები შედგა.

მესამე ტურის თამაშებმა ცხრილში ლიდერი შეცვალა. თუკი აქამდე ცხრილს ლიახვი-2 (აჩაბეთი) ლიდერობდა, ახლა პირველი უკვე აფხაზეთია. გარდა ამისა, ეს ტური უხვგოლიანი გამოდგა, თავად განსაჯეთ, 3 მატჩში 18 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 6 გატანილიო ბურთის ტოლფასია. თუმცა, სჯობს ამ ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გაეცნოთ:

 

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი

(2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის)

3 ტური.

29 მაისი 2021 წ.

1. ლიახვი-1 (აჩაბეთი) - იბერია 2010 (თბილისი) - 3:2

30 მაისი 2021 წ.

2. დინამო (სოხუმი) - აფხაზეთი - 2:7

3. ალგეთი (მარნეული) - ლიახვი-2 (აჩაბეთი) -3:1

 

სატურნირო ცხრილი 3 ტურის შემდეგ

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. აფხაზეთი 3 2 1 0 15-8 7
2. ლიახვი-2 (აჩაბ.) 3 2 0 1 14-4 6
3. იბერია 2010 (თბ.) 3 1 1 1 11-9 4
4. ალგეთი (მარნ.) 2 1 0 1 4-5 3
5. ლიახვი-1 (აჩაბ.) 3 1 0 2 5-9 3
6. დინამო (სოხ.) 2 0 0 2 2-16 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge