მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–7 ტურის მატჩები დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საგრძნობი კორექტივები შეიტანა. თუ აქამდე ორი გუნდი იყო ამ გათამაშებაში დაუმარცხებელი, ახლა უძლეველი მხოლოდ ერთია – სოხუმის "ცხუმი". ცხრილის ლიდერმა სართიჭალის "სართიმ" პირველი მარცხი იწვნია. მართალია, ამ გუნდს ლიდერობა არ დაუკარგავს, მაგრამ დაუმარცხებელი "ცხუმი" ლიდერს მიუახლოვდა და ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მეორეზე "ცხუმია", მესამეზე კი გალის "მზიური".
მეორე ლიგის მე–6 ტურმა სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანა. პირველი სამეულის შემადგენლობა უცვლელი კი დარჩა, მაგრამ მეორე ადგილზე გალის "მზიური" აღზევდა, რომელმაც სოხუმის "ცხუმს" ერთი ქულით გაუსწრო. აღსანიშნავია ის, რომ აქამდე უქულოდ მყოფმა ახმეტის "ბახტრიონმა" ქულათა აქტივი ერთი ქულით გახსნა...