მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფფ-ს პრეზიდენტის ბრძანება 26.04.2016

აფფ-ს პრეზიდენტის

ბრძანება N12

 

25 აპრილი 2016 წ.                                                                                                          ქ.თბილისი

 

„საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმი“-ს თხოვნის განხილვის შედეგების შესახებ“

   საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმი“-ს თხოვნის საგარეჯოს სტადიონის შემოწმებისა და იქ საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის აღმოსავლეთ ზონის XXI ტურის მატჩის „ცხუმი“ – „გარეჯი“-ს ჩატარების შესაძლებლობის შესახებ, შეიქმნა აფფ-ს კომისია, რომელმაც ადგილზე ჩაატარა მოედნისა და შესაბამისი სათავსოების მდგომარეობის შემოწმება და შეადგინა აქტი სათანადო რეკომენდაციებით. ამასთან დაკავშირებით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. მიღებულ იქნას კომისიის რეკომენდაციები (აქტი თან ერთვის).
    1. საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის აღმოსავლეთ ზონის XXI ტურის კალენდარული თამაში ჩატარდეს დამტკიცებულის თანახმად ქ.საგარეჯოში.
    2. დაევალოს სტადიონის დირექციას დაუყონებლივ აღმოიფხვრას აქტში მითითებული ხარვეზები.
    3. ხარვეზების აღმოფქვრის მიზნით მატჩის ჩატარება გადატანილ იქნას ერთი დღით და გაიმართოს 27 აპრილს 16:00 საათზე.
    4. დაევალოს აფფ-ს სამსაჯო და საშეჯიბრო კომიტეტს (ა.დურსუნიში, ა.პაპავა) უზრუნველყონ კვალიფიციური მსაჯების, დამკვირვებლის და დელეგატის დანიშვნა მითითებულ მატჩზე.
    5. ბრძანება დაეგზავნოს ს.კ. „ცხუმს“ და „გარეჯს“ და გამოქვეყნდეს აფფ-ს ოფიციალურ საიტზე.

 

 

                         აფფ-ს პრეზიდენტი                                                                    მ.ანჯაფარიძე

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge