მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში 8 გუნდი იასპარეზებს 05.04.2021

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გამორჩეული აფხაზეთელის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია უკვე წლებია ატარებს. კორონა-პანდემიის მიუხედავად, ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება და ჩვენი ფედერაციის 2021 წლის საფეხბურთო სეზონს, სწორედ ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი გახსის.

უკვე ცნობილი გახდა, რომ 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, წელს 8 გუნდი იასპარეზებს. ჩემპიონატი 17 აპრილს დაიწყება. გათამაშებაში მონაწილე გუნდების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. ალგეთი (მარნეული);

2. აისი (დმანისი);

3. განთიადი (აგარა);

4. გორარხი-ვიტხები (მარნეული);

5. იბერია (ქარელი);

6. კაზრეთი-სიონი (კაზრეთი);

7. მუხრანი (მუხრანი);

8. მცხეთა (მცხეთა).

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge