რუსთავი-1 ისევ პირველია (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) | 27.05.2018 |
"რუსთავი-1" სატურნირო ცხრილში ისევ პიორველია, მაგრამ ახლა უკვე 3-ქულიანი ფორით. საგულისხმოა ისიც, რომ ამჯერად ლიდერს ერთბაშად ორი მდევარი ჰყავს, თანაც წინა ტურისგან განსხვავებით, ორივე ახალი მდევარი: აჩაბეთის "ლიახვი" და "ასმც-იმედი". ეს ცვლილებები განაპირობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში ჩატარებულმა მე-6 ტურის მატჩებმა, რომლებშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ. აღსანიშნავია ის, რომ ლიდერმა წინა ტურის უშუალო მდევარს სძლია, "რუსთავი-1"-ის ახალმა მდევრებმა კი სტუმრად იმარჯვეს. თუმცა სჯობს ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს ერთად გავეცნოთ. 26-27 მაისი 2018 წ. მე-6 ტური 1. რუსთავი-2 - ასმც-იმედი - 0:2 2. რუსთავი-1 - ნორჩი დინამო - 1:0 3. ივერია 2009 (ხაშური) - დილა (გორი) - გადაიდო 28.05.2018. 4. ივერია (ხაშური) - ლიახვი (აჩაბეთი) - 0:7 5. მთვარის გლობუსი - ასმც-ვარკეთილი - გადაიდო 29.05.2018 6. გარეჯი (საგარეჯო) - ისვენებს
გათამაშების ცხრილი (27.05.2018)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |