მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



დინამოს 10:0 და ალგეთის მოგება (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 16.04.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებები ნელ-ნელა იღებს სტარტს. აფხაზეთის ღია ჩემპიონატის, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაზე პირველი ტურის მატჩები შედგა. სულ გასამართი 5 მატჩიდან მხოლოდ 2 თამაში ჩატარდა, სამი კი გადაიდო.

აღსანიშნავია ის, რომ ეს ტურნირი ომახიანად დაიწყო თბილისის "დინამომ", რომელმაც "ასმც დიოსკურია" შინ ასტრონომიული ანგარიშით დაამარცხა. მარნეულის "ალგეთმა" კი "ნაძალადევს" სძლია.

ამ გათამაშების პირველი ტურის წყვილები და შედეგები ასეთია:

1. "დინამო" (თბ.) - "ასმც დიოსკურია" - 10:0

2. "გიფა" - "ასმც" - გადაიდო

3. "ამირანი" (ოჩამჩირე) - "დურუჯი" (ყვარელი) - გადაიდო

4. "თელეთი" - "აფხაზეთი" - გადაიდო

5. "ალგეთი" (მარნეული) - "ნაძალადევი" - 2:1

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge