ვიცე-პრეზიდენტი მერაბ დგებუაძეა! არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება | 21.03.2018 |
დღეს, 21 მარტს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები, მერაბ დგებუაძე, სერგო ფიფია, ვლადიმერ ბარქაია, მურთაზ კორსანტია, კონსტანტინე კუჭუხიძე, ადიკ დურსუნიში და გიგლა ძანძავა ესწრებოდნენ. აღმასკომის სხდომის დღის წესრიგში სულ 2 საკითხი იყო: 1. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა; 2. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენციის თარიღის ჩანიშვნა. აღმასკომის წევრებმა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხმის მიცემის შედეგად, მერაბ დგებუაძე აირჩიეს. ამასთან, აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებით, 2018 წლის 12 აპრილს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება, რომელზეც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული. |
უკან დაბრუნება |