21 მარტს აღმასკომის სხდომა ჩატარდება! | 15.03.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის გარდაცვალების გამო საჭიროა ჩვენს რეგიონულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს. დებულების მიხედვით, აუცილებელია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის ჩატარება, რომელმაც უნდა დანიშნოს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც ჩვენი ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩეს. უკვე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომა მომდევნო კვირაში, ოთხშაბათს 21 მარტს ჩატარდება. |
უკან დაბრუნება |