საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის აღმოსავლეთ ზონის გათამაშებაში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს მონაწილე გუნდების | 27.04.2016 |
საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის აღმოსავლეთ ზონის გათამაშებაში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს
აფფ გიდასტურებთ პატივისცემას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის და ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ ფედერაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია გუნდების უმრავლესობის მიერ საწევრო-საშეჯიბრო თანხის გადაუხდელობით, დაუფინანსებელია პირველი წრის გადადებული და მეორე წრის ყველა მატჩის მომსახურეობა. გამომდინარე აქედან XXII ტურის კალენდარულ თამაშებზე (4-5 მაისი 2016 წელი) არ დაიშვებიან გუნდები, რომლებსაც სრულად არ ექნებათ გადახდილი ჩემპიონატის რეგლამენტით გათვალისწინებული თანხა, ხოლო XXIII (11-12 მაისი) ტურისთვის დავალიანების მქონე გუნდები მოიხსნებიან ჩემპიონატიდან. დავალიანების ოდენობა და აფფ-ს საფინანსო რეკვიზიტები თქვენთვის ცნობილია.
აფფ-ს პრეზიდენტი მ.ანჯაფარიძე |
უკან დაბრუნება |