მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გოგა სიჭინავა კიდევ ერთხელ გაიხსენეს... ტურნირი 14.01.2014.

გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირის გამარჯვებული დილა–1 (გორი)

 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა თაოსნობითა და სერგო ჩოგოვაძის დახმარებით, გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირი წელს უკვე მეორედ ჩატარდა. გათამაშება თბილისის "დინამოს" საფეხბურთოაკადემიის სპორტკომპლექსში 8 იანვარს დაიწყო და დღეს, 14 იანვარს დასრულდა. ტურნირში 2004 წელს დაბადებული ბავშვები, სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად,ტურნირის 10 მონაწილე გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა. გათამაშებაში მონაწილე ათეულის ჩამონათვალი ასეთია:

ვარკეთილი–1, დილა–1 (გორი), წალენჯიხა, ავლაბარი, ბასა–1 (თბილისი), ვარკეთილი–2, ბასა–2 (თბილისი), კრწანისი, ბერმუხა, დილა–2 (გორი).

 

ჯგუფური რაუნდის შემდეგ ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

 

ნახევარფინალური მატჩები

დილა–1 (გორი) – კრწანისი – 3:0

ბასა–1 – ბასა–2 – 4:1

 

 

ნახევარფინალში დამარცხებულები მე–3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს..

 

მე–3 ადგილისთვის მატჩი

კრწანისი – ბასა–2 – 0:1

 

ასე, რომ მე–3 ადგილი "ბასა–2"–მა დაიკავა, ფინალში კი გორელებმა იმარჯვეს...

ფინალი

დილა–1 (გორი) – ბასა–1 – 2:0

მარიკა სიჭინავა (გოგა სიჭინავას და), ოთარ გაბელია, მურად ანჯაფარიძე, ვლადიმერ ბარქაია, სერგო ჩოგოვაძე, ბეკო სიჭინავა

ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და სერგო ჩოგოვაძის გარდა, ქართული ფეხბურთის საქვეყნოდ ცნობილი ისეთი პერსონები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა, ვლადიმერ ბარქაია, ოთარ გაბელია... ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა, გოგა სიჭინავას და, მარიკა სიჭინავა და მისი ნათესავი ბეკო სიჭინავა.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge