მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2013 წელი შეაჯამა... „ოქროს წიგნს“ 4 პერსონა დაემატა 20.12.2013.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააქტო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც 2013 წლის განმავლობაში აფფ–ს (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია) მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა. აღმასკომის სხდომას აფფ–ს პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე უძღვებოდა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი ფეხბურთელი გია გვაზავა, ფეხბურთის დიდი ქომაგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი, დიმიტრი ჯაიანი უმშვენებდნენ მხარს...

 

 

 

სხდომას ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები (ვლადიმერ (სიომა) ბარქაია, მურთაზ კორსანტია, კონსტანტინე კუჭუხიძე, მურმან ფარფალია, სერგო ფიფია, გიგლა ძანძავა, ენვერ თოლორდავა), უეფას საერთაშორისო პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ხელმძღვანელები, ვალერი ჩოლარია და ბადრი ქარქაშაძე ესწრებოდნენ. სხდომაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც იყო მიწვეული, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ 100 წლისთავის იუბილის გამო აჭარაში იმყოფებოდა და აფფ–ს აღმასკომის სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაესწრო.

 

 

 

აფფ–ს პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ აფფ–ს აღმასკომსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთარობის ხელმძღვანელობას, აფხაზეთიდან დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარების 3–წლიანი პროგრამა გააცნო. შემდგომ კი აფფ–ს პასუხიმმგებელმა მდივანმა დიმიტრი ჭანტურიამ, 2013 წელს აფფ–ს მიერ გაწეული სამუშაო და აფფ–ს კალენდარული გეგმის თანახმად ჩატარებული საფეხბურთო ტურნირების შესახებ აუწყა. მერე კი იმავე ჭანტურიამ შეკრებილილ საზოგადოებას სოხუმის „ცხუმის“ (რომელიც სოხუმელმა მეცენატმა ალექსანდრე წულაიამ ფეხზე დააყენა. „ცხუმი“ მე–3 ლიგაში ლიდერობს) შესახებ აუწყა, აფფ–ს ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ დგებუაძემ, საზოგადოებას აფფ–ს 2014 წლის სამუშაო გეგმა გააცნო...

 

 

 

სხდომის ბოლოს, აფფ–ს პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ, „აფხაზეთის ფეხბურთი–საუკუნის მატიანე“ 4 ახალი პერსონის შეყვანის შესახებ აუწყა საზოგადოებას. ასე რომ, ე.წ. „ოქროს წიგნს“, „აფხაზეთის ფეხბურთი–საუკუნის მატიანე“ 4 ცნობილი პერსონა დაემატა. ესენია, ზვიად სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ყოლბაია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), დიმიტრი ჯაიანი (აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი) და ალექსანდრე წულაია (მეცენატი, სოხუმის „ცხუმის“ პრეზიდენტი) შეიყვანეს. ამ კვარტეტის დამატებით, „აფხაზეთის ფეხბურთი–საუკუნის მატიანე“–ში შეყვანილი პერსონების რაოდენობა 86–მდე გაიზარდა.

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge