თენგიზ სიჭინავა აღარ გვყავს | 04.03.2021 |
პატიოსანი, რომელმაც ყველაფერს თავისი შრომის, ნიჭისა და მონდომების ხარჯზე მიაღწია. წყნარი, თავაზიანი სოხუმელი, აფხაზეთელი და ალალი ქართველი კაცი... ამ და სხვა სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ თენგიზ სიჭინავა, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა შეგვძრა. 15 მაისს, ის 49 წლის გახდებოდა. ხანმოკლე ცხოვრების გზის მიუხევადად, თენგიზ სიჭინავამ საქართველოს ეროვნული ნაკრების (იოაჰიმ ბოსკამპის ფორმაციის გუნდი) გარდა, არაერთი გუნდის მაისურა მოირგო: სოხუმის "დინამო", გაგრის "დინამო", სოხუმის "ცხუმი", ბათუმის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", კალინინგრადის "ბალტიკა", სმოლენსკის "კრისტალი", ბოლნისის "სიონი", თბილისის "ლოკომოტივი", აზერბაიჯანულ გუნდები - "თურანი" და "არაზი". ასეთი იყო ამ საყრდენი ნახევარმცველის ფეხბურთელის კარიერა, რომელიც თავის დროზე ეროვნულ გუნდში მიიწვია. მერე მწვრთნელობას შეუდგა. მუშაობდა ცხინვალის "ცხინვალში", "გაგრაში", საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში...
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, კიდევ ერთი ღირსეული, შრომისმოყვარე, ალალი და პატიოსანი ქართველი გამოგვაკლდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი მწუხარებას გამოთქვამს თენგიზ სიჭინავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. |
უკან დაბრუნება |