მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



რუსთავი-1 დაწინაურდა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 21.05.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში, მე-4 ტურის შემდეგ, ცხრილს ერთბაშად 3 ლიდერი ჰყავდა, მაგრამ მე-5 ტურმა არაერთი რამ შეცვალა. ამჯერად გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად "რუსთავი-1" ლიდერობს.

აღსანიშნავია ის, რომ "რუსთავი-1" დამსახურებულად ლიდერობს. რუსთაველთა ამ გუნდმა "ასმც-იმედს", რომელიც ტრიოდან ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი იყო, სტუმრად 10:2 სძლია. ამასთან, "რუსთავი-1" ამ გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს.

თუმცა, სჯობს ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გავეცნოთ.

 

19-20 მაისი 2018 წ.

მე-5 ტური

1. ასმც-ვარკეთილი - ივერია (ხაშური) - 4:3

2. დილა (გორი) - გარეჯი (საგარეჯო) - 2:0

3. ლიახვი (აჩაბეთი) - ივერია 2009 (ხაშური) - 2:3

4. ასმც-იმედი - რუსთავი-1 - 2:10

5. ნორჩი დინამო - მთვარის გლობუსი - 5:1

6. რუსთავი-2 - ისვენებს


გათამაშების ცხრილი (21.05.2018)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. რუსთავი-1 4 4 0 0 28-5 12
2. ნორჩი დინამო 4 3 1 0 19-8 10
3. ლიახვი (აჩაბეთი) 4 3 0 1 18-7  9
4. ასმც-იმედი 5 3 0 2 23-24  9
5. დილა (გორი) 4 2 1 1 9-7  7
6. რუსთავი-2 4 2 1 1 8-6  7
7. ივერია 2009 (ხაშური) 5 2 1 2 8-9  7
8. ასმც-ვარკეთილი 5 2 1 2 12-21  7
9. მთვარის გლობუსი 4 0 1 3 7-16  1
10. გარეჯი (საგარეჯო) 5 0 0 5 12-25  0
11. ივერია (ხაშური) 4 0 0 4 7-23  0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge