ნორჩები რუსთავის თავზე (მე-3 ტური; გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) | 30.04.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში ორი ტურის შემდეგ, ცხრილს რუსთავის ორი გუნდი ედგა სათავეში, მაგრამ მე-3 ტურმა ვითარება შეცვალა. გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, რუსთაველთა ერთმა გუნდმა ამ ტურში დაისვენა, მეორე მშრალ ფრეს დასჯერდა. ამით კი "ნორჩმა დინამომ" ისარგებლა, შინ მოიგო და ცხრილში რუსთაველთა თავზე მოექცა, მაგრამ არა ქულების, არამედ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე. ბავშვთა ამ ტურნირში მე-3 ტური უხვგოლიანი გამოდგა. თავად განსაჯეთ ჩატარებულ 5 მატჩი 17 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 3 გატანილ ბურთზე მეტია. ამ გათამაშების მე-3 ტურის მატჩები და გათამაშების ცხრილი ასეთია: 28-29 აპრილი 2018 წ მე-3 ტური. 1. "ასმც-იმედი" - "ივერია" (ხაშური) - 6:2 2. "ასმც-ვარკეთილი" - "გარეჯი" (საგარეჯო) - 3:2 3. "ნორჩი დინამო" - "ივერია 2009" (ხაშური) - 3:0 4. "რუსთავი-2" - "მთვარის გლობუსი" - 0:0 5. "ლიახვი" (აჩაბეთი) - "დილა" (გორი) - 1:0 6. "რუსთავი-1" - ისვენებს
გათამაშების ცხრილი (30.04.2018)
შენიშვნა: "საბურთალო" მოხსნილია გათამაშებიდან |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |