სტარტზე ოთხეული მეფობს (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის) | 16.04.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროსებმაც დაიწყეს. 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში სასტარტო ტურის ყველა მატჩი ჩატარდა. სულ ჩატარებული 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, ოთხმა გუნდმა მოიგო და ცხრილსაც სწორედ ეს ოთხეული ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ "საბურთალო მოიხსნა გათამაშებიდან და 11-დან ერთ გუნდს პირველ ტურში დასვენება მოუწია. ამ ტურნირის სასტარტო ტური და გათამაშების ცხრილი ასეთია: 1. "ასმც-იმედი" - "გარეჯი" (საგარეჯო) - 8:3 2. "ნორჩი დინამო" - "დილა" (გორი) - 3:3 3. "ასმც-ვარკეთილი" - "ლიახვი" (აჩაბეთი) - 1:11 4. "რუსთავი-1" - "ივერია" (ხაშური) - 8:1 5. "რუსთავი-2" - "ივერია 2009" (ხაშური) - 2:0 მთვარის გლობუსი - ისვენებს
გათამაშების ცხრილი (16.04.2018)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |