მიხეილ ჯიშკარიანი ვიცე-პრეზიდენტია! | 27.04.2018 |
როგორც უკვე დაანონსებული იყო, დღეს, 27 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგში ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა იყო. კერძოდ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, პასიხისმგებელი მდივნის, საშეჯიბრო კომიტეტის უფროსისა და მთავარი ბუღალტერის დამტკიცება გახლდათ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას აღმასკომის ხუთივე წევრი ესწრებოდა. ესენია: 1. სოსო მალანია - აღმასკომის თავმჯდომარე 2. მიხეილ ჯიშკარიანი - აღმასკომის წევრი 3. როსტევან ფარცვანია - აღმასკომის წევრი 4. გიორგი ლომაია - აღმასკომის წევრი 5. გიორგი კაკაბაძე - აღმასკომის წევრი
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მიხეილ ჯიშკარიანის კანდიდატურა დაამტკიცა. ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია გახდა, საშეჯიბრო კომიტეტის უფროსი თენგიზ გეგუჩაძე, ხოლო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი მზია ცაავა-სიჭინავა გახდა. |
უკან დაბრუნება |