მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



უფროსებში უხვგოლიანობაა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 29.05.2019

მორიგი, მე-6 ტურის მატჩები ჩატარდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები გამოდიან. ამ გათამაშებაში ეს ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ამაში თავადვე დარწმუნდებით.

სრულად ნახვა
გაგრა სამეულში შევიდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 28.05.2019

მოწინავე სამეულში "დომინანტის" ნაცვლად "გაგრა" შევიდა, ლიდერი კვლავ მარნეულის "ალგეთია", მეორე კი ისევ "რუსთავი". ასეთია ლიდერთა სამეული ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
განთიადი ერთპიროვნულად გალიდერდა (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 28.05.2019

კასპის "გათიადმა" ჩინებულად ისარგებლა "ლომებისა" და "იბერია 2010"-ის ფრით, შინ "უნივერსიტეტელებს" სძლია და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. კასპელებს ორი უახლოესი მდევარი ჰყავთ და ორივეს 2-2 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, კასპელებს მოდუნების უფლება არ აქვთ. "იბერიელები" მეორეზე აღზევდნენ, "ლომები" და მე-3 საფეხურზე დაეშვნენ.

სრულად ნახვა
ლიდერი ორი მდევარით (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 28.05.2019

ლიდერი კვლავ "მუხრანია" და კვლავ ორი უახლოესი მდევარი ჰყავს მარნეულის "ალგეთი 2007"-ისა და კასპის "განთიადი 2007"-ის სახით. როგორც ხედავთ მოწინავე ტრიო უცვლელადაა. პირველი ცვლილება კი ისაა, რომ მე-4 ადგილზე "გარდაბანის" ნაცვლად" უკვე კაზრეთის "სიონია"...

სრულად ნახვა
უმცროსებში ისევ ორხელისუფლებიანობაა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის) 28.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატებიდან, ყველა უმცროს ასაკობრივი ტურნირის ცხრილში ლიდერთა ორხელისუფლებიანობა მე-6 ტურის მატჩებმაც ვერ შეცვალა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ უქმეებზე ჩატარებულმა მატჩებმა ცხრილში მხოლოდ მცირედი ცვლილება განაპირობა. ყველაზე თვალშისაცემი "იბერია 2017"-ის ნახტომია - იბერიელებმა მე-9 ადგილიდან მე-6 საფეხურზე აინაცვლეს.

სრულად ნახვა
ლიდერობას დიდუბე და გლდანი იყოფენ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 22.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს, ორივე თბილისური გუნდია, "დიდუბე 2014" და "გლდანი 2018". 22 მაისამდე ცხრილის სათავეში მხოლოდ "გლდანელები" იყვნენ, მაგრამ დღეს "დიდუბელებმა" იმარჯვეს, 13 ქულა დააგროვეს და ცხრლს სათავეში მოექცნენ.

სრულად ნახვა
პირველი ალგეთია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

მარნეულის "ალგეთი" დღემდე უდანაკარგოდ ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულადაა პირველ ადგილზე. "ალგეთელებმა" ბოლო მატჩში საკუთარ კედლებში სძლიეს "მცხეთას", თანაც საკმაოდ დიდი ანგარიშით. თუმცა, უფრო დიდი ანგარიშით "დომინანტმა" სძლია "იბერია 2017"-ს. ეს და სხვა ამბები მოხდა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლომები და განთიადი (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

ასევე მე-5 ტურის მატჩები ჩატარდა ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებულ ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურის შემდეგ ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს: თბილისის "ლომები" და კასპის "განთიადი". თუმცა, "ლომებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ვნახოთ როგორ გამოიყენებენ დედაქალაქელები ამ შანსს.

სრულად ნახვა
მუხრანი კვლავ პირველობს (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

5 მატჩი 5 მოგება 15 გატანილი ბურთი და ამდენივე ქულა. ასეთია ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის, "მუხრანის" შედეგი 5 ტურის შემდეგ. 8-ბურთიანი სხვაობით მოგება და მეორე ადგილი... ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლიდერი ორია (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებას, 5 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს - "ნაძალადევი" და "რუსთავი". ეს ორი გუნდი დღემდე უდანაკარგოდ ასპარეზობს. მათ ქულათა მაქსიმუმი აქვს და ლიდერების დამსახურებულად არიან...

სრულად ნახვა
 
web-style.ge