|
საუკუნის წიგნს სამი რჩეული დაემატა |
09.07.2019 |
ამ რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გამორჩეულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ქართულ ფეხბურთში გამორჩეული აფხაზეთელებისთვის სპეციალური წიგნი შექმნა, სახელწოდებით "აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის წიგნი". მასში არაერთი იმ გამორჩეული პერსონების გვარ-სახელებია შეტანილი, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს აფხაზეთისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის განიტარების საქმეში. ეს წიგნი თაობიდან-თაობებს გადაეცემა და ამით უკვდავყოფილია ის პიროვნებები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდებიან. |
სრულად ნახვა |
ლიდერი ისევ სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) |
08.07.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის პირველი ნახევარი დასასრულს მიახლოვდა. გათამაშებაში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, ორი, მე-12 და მე-13 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ცხრილში გარკვეული ცვლილებები განაპირობა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ცხრილს ისევ ტრიო ლიდერობს. |
სრულად ნახვა |
დიდუბელები 4-ქულიანი ფორით ლიდერობენ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) |
08.07.2019 |
"დიდუბე 2014"-მა კუთვნილი შანებსი გამოიყენა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში ლიდერი შეიცვალა. დიდუბელებმა სტუმრად ორი გადადებული მატჩი სტუმრად მოიგეს და 4-ქულიანი ფოროთ ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. |
სრულად ნახვა |
აუტსაიდერმა პირველად იმარჯვა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) |
01.07.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატის ჩატარებულ მე-11 ტურის მატჩებს ლიდერი არ შეუცვლია. მოწინავე სამეულში კი ის ცვლილებაა, რომ "დიდუბე 2014"-მ მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა. საგულისხმოა ისიც, რომ ცხრილის ფსკერზე მყოფმა კასპის "განთიადი-2"-მა, რომელიც აქამდე ქულის გარეშე ასპარეზობდა, პირველი გამარჯვება იზეიმა... |
სრულად ნახვა |
პირველზე ერთად სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) |
02.07.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატებიდან, სამ გათამაშებაში პირველი წრე დასრულდა, ორში კი გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მე-11 ტურში მოვლენები დრამატულად განვითარდა. გათამაშებას, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთბაშად სამი ლიდერი ჰყავს. მოწინავე ტრიოდან ერთ-ერთმა წინა ლიდერი დაამარცხა, დანარჩენმა ორმაც იმარჯვა და ახლა პირველზე სამი გუნდია... კიდევ ერთი, ამ ტურში სარეკორდო მოგება, 10:0 დაფიქსირდა... |
სრულად ნახვა |
განთიადი ერთპიროვნული ლიდერია! (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) |
24.06.2019 |
თუკი მე-9 ტურის შემდეგ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავდა, ამჯერად პირველ ადგილზე მხოლოდ კასპის "განთიადი 2003"-ია ამ გათამაშების პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ მეორეზე "მუხრანია", მესამეზე კი "დიდუბე 2014"... თუმცა, საგულისხმოა ის, რომ არაერთი მატჩია გამოტოვებული და ვნახოთ რომელი გუნდი როგორ გამოიყენებს კუთვნილ შანსს. |
სრულად ნახვა |
გაგრა, რუსთავი, ალგეთი... (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის) |
24.06.2019 |
"გაგრა", "რუსთავი" და მარნეულის "ალგეთი" - ასეთია მოწინავე სამეული ავთანდილ (ბასა) ღოღობეწრიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირის პირველი წრე 16 ივნისს დასრულდა, მაგრამ ამ გათამაშების პირველი ნახევრის საბოლოო სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი. |
სრულად ნახვა |
პირველი წრე იბერიელებმა მოიგეს (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) |
24.06.2019 |
ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ სეზონის პირველი ნახევარი 16 ივნისს დასრულდა. თბილისის "იბერია 2010", ნორჩი დინამო" და კასპის "განთიადი" ასეთია მოწინავე სამეულის ჩამონათვალი თაქნმიმდევრობით... ამ გათამაშების ცხრილს, აქვე კიდევ ერთხელ გთავაზოთ. |
სრულად ნახვა |
გარდაბანი გალიდრდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) |
24.06.2019 |
ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, "გარდაბანის" სახით ახალი ლიდერი ჰყავს. ამ გუნდმა თბილისში სტუმრად იმარჯვა, მანამდე პირცელ-მეორე ადგილზე მყოფმა, შესაბამისად კასპის "განთიადი 2007"-მა და "მუხრანმა" ამ ტურში მარცხები იწვნიეს და პოზიციების დათმობაც მოუწიათ. |
სრულად ნახვა |
გარეჯმა ნორჩების ადგილი დაიკავა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) |
24.06.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროსი ასაკის გათამაშებაში, გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წელში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. გადადებულ შეხვედრასში საგარეჯოს "გარეჯმა" შინ სძლია "ნორჩი დინამოს" და ცხრილში მეტოქის, მე-8 ადგილი დაიკავა. |
სრულად ნახვა |
|