მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გურამ გაბისკირია 73 წლის გახდებოდა... 02.03.2020

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს სოხუმის მერი და საფეხბურთო კლუბი სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტი, გურამ გაბისკირია. ოკუპანტებმა მას დაჩოქება მკაცრი ტონით მოსთხოვეს, მაგრამ ცივი უარი მიიღეს... არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ, - იყო გმირი ქართველის პასუხი... დიახ, ეს ყველასათვის საყვარელი ქართველოი გმირის, გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები იყო. გმირისა, რომელსაც ქართველთა გსრდა, არაერთი აფხაზი მეგობარი ჰყავდა...

სრულად ნახვა
ყურადღება!!! იჩქარეთ, ახალი სეზონი მალე დაიწყება! 10.02.2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია 2020 წლის საფეხბურთო სეზონში კვლავ 5 გათამაშებას ჩაატარებს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ჩემპიინატებში მონაწილეობის მსურველი კლუბებისა და გუნდების მესვეურთა საყურადღებოდ, აქვე გთავაზობთ იმ ასაკობრივი ჩემპიონატების ჩამონათვალსა და საწევრო შენატანის ოდენობას, რომელიც მომდევნო თვეში, მარტში დაიწყება:

სრულად ნახვა
ვიტ ჯორჯია ილიადის ტურნირის გამარჯვებულია! 03.02.2020

დღეს, 3 თებერვალს ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ალექსი ილიადი 75 წლის გახდა. სწორედ დღეს, ილიადის დაბადების დღეს დასრულდა მისი სახელობის ტურნირი, რომლის დასკვნითი დღე გამორჩეული გახლდათ...

სრულად ნახვა
ფინალში ვიტელები ლომებს დაუხვდებიან (ალექსი ილიადის სახელობის ტურნირი) 02.02.2020

ალექსი ილიადის 75 წლისადმი მიძღვნილი ტურნირზე ჯგუფური რაუნდი დღეს დასრულდა. როგორც უკვე ვწერდით სტარტზე ორი გუნდი დაწინაურდა. ფინალში მათი თამაში ვივარაუდეთ კიდეც და ასეც მოხდა. გათამაშების ფინალში სწორედ "ვიტ ჯორჯია" და "ლომები" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ჯგუფური რაუნდის ყველა მატჩის შედეგებსა და ტურნირის ექვსივე მონაწილეს გავეცნოთ.

სრულად ნახვა
ლომები და ვიტ ჯორჯია დაწინაურდა (ალექსი ილიადის სახელობის ტურნირი) 01.02.2020

როგორც უკვე გაუწყეთ, დღეს სტარტი აიღო ალექსი ილიადის სახელობის ტურნირმა, რომელშიც 2007-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკების 6 გუნდი მონაწილეობს. გათამაშის კალენდრის მიხედვით ჯგუფური რაუნდის 3-3 მატჩი პირველ 2 დღეზეა გადანაწილებული. შესაბამისად, დღეს მხოლოდ 3 თამაში შედგა.

სრულად ნახვა
ილიადის სახელობის ტურნირი შაბათს დაიწყება 28.01.2020

ახალი წელი დადგა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია წლის პირველი ტურნირის ჩასატარებლად უკვე მზადაა. ეს გათამაშება კი იმ პიროვნების სახელს ატარებს, რომელიც სოხუმში დაიბადა და არაერთი ბედნიერი, წარმატებული წუთი აჩუქა ფეხბურთის გულშემატკივრებს. ალექსი ილიადი, ეროვნებით ბერძენი, მაგრამ გულით და სულით ქართველი, აფხაზეთელი. 1945 წლის 3 თებერვალს სოხუმში დაიბადა და 1962 წელს სოხუმის "დინამოს" მაისურა მოირგო. 1963-67 და 1968-71 წლებში თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. ასევე იცავდა ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას.

სრულად ნახვა
წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ! 27.01.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს, ქალ ფეხბურთელებს, ქართველ დედებს...

ულოცავს წმინდა ნინოს ხსენების დღეს

წმინდა ნინოს და ჯვარი ვაზისას მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
გილოცავთ ნათლისღებას 19.01.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს

ულოცავს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს

ნათლისღების მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
გილოცავთ ქრესტეშობას 07.01.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს

ულოცავს ქრესტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრესტეშობის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
ვულოცავთ! გრიგოლ ცაავა 58 წლისაა 05.01.2020

ის ზუსტად 58 წლის წინ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, 17 წლისა კი თბილისის "დინამოს" მაისური მოირგო. 1979-87 თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. შემდეგ იყო ლანჩხუთის "გურია", ისევ თბილისის "დინამო", მერე სახელშეცვლილი თბილისის "იბერია" (ყოფილი "დინამო"), შემდეგ სოხუმის "ცხუმი" და... სსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა...

სრულად ნახვა
 
web-style.ge