მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს ლეგენდები! 38 წლის წინ, ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა 13.12.2020

38 წელი გასულა იმ სუსხიანი და ტრაგიკული დღიდან, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ პლანეტის მეექვსედი, საბჭოთა კავშირი შეძრა. სწორედ იმ დღეს, 1982 წლის 13 დეკემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ, ქართული ფეხბურთის დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის მთავარი შემოქმედი, გამარჯვების გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია გამოგვაკლო.

სრულად ნახვა
გაგრა საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა 04.12.2020

ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, საფებურთო კლუბი "გაგრა" საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის გათამაშების ფინალში რომ გავიდა. ჩვენს აფხაზეთელებს ფინალში წარმატებები ვუსურვეთ და ამ ტიტულისთვის მათაც არაფერი დაიშურეს. მოკლედ, 2010-2011 წლების სეზონის საქართველოს თასის გამარჯვებულმა "გაგრამ" კიდევ ერთხელ იძალა, ფინალში წყალტუბოს "სამგურალი" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა და საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ყველა აფხაზეთელს და ფეხბურთის ქომაგებს ულოცავს "გაგრას" ამ წარმატებას!

სრულად ნახვა
გილოცავთ გიორგობას! 23.11.2020

ფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
ვულოცავთ! მურთაზ ვეკუა 72 წლისაა 17.09.2020

... სოხუმის "დინამოს" კიდევ ერთ ფეხბურთელზე, მეკარეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს მურთაზ ვეკუა გახლავთ, რომელიც დღეეს 72 წლის გახდა და დღესაც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. მურთაზ ვეკუა საიმედო მეკარეობის გარდა, სოხუმის "დინამოში" ასპარეზობის სტაჟითაც გამორჩეულია. ის 1967 წელს გამოჩნდა სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში და 1978 წელსაც აფხაზეთელთა მთავარი გუნდის კარს იცავდა.

სრულად ნახვა
გილოცავთ მარიამობას! 28.08.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

მარიამობის დღესასწაულს!

სრულად ნახვა
გილოცავთ ფერიცვალებას! 19.08.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

ფერიცვალების დღესასწაულს!

სრულად ნახვა
სოხუმის დინამოს ქალთა გუნდი ხვალ იწყებს 09.08.2020

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, - შუა საუკუნეებში თქვა ქართველმა გენიოსმა შოთა რუსთაველმა და... კაცების შემდეგ, ქალთა ფეხბურთმაც აითვისა ახალ-ახალი გეოგრაფიული სივრცეები. რაღა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები გენიალური ფრაზის ავტორის სამშობლოშიც აგორებენ ბურთს ქალები... საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იყო ქალთა გუნდები და გასული საუკუნის ბოლოს, ქალთა ეროვნული ნაკრებიც გყავდა...

სრულად ნახვა
აგვისტოს ომიდან 12 წელი გასულა... 08.08.2020

130 ათასი ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, დაღუპული 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი (amerikiskhma.com-ის მონაცემები), ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი - ეს და სხვა ავადსახსენებელი მონაცემები 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, რომლისგანაც უკვე 12 წელი გვაშორებს...

სრულად ნახვა
ქრისტე აღდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 19.04.2020

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცის აღმასკომი

რულიად საქართველოს ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეს აღდგომის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
სააღდგომო საჩუქარი ვეტერანებს 19.04.2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ არაერთი სასიკეთო საქმე გაუკეთებია, ეს არავისთვისაა ახალი. ამჯერად, სწორედ ასეთ ინიციატივაზე უნდა გითხრათ. აღდგომის დღესასწაული უსაჩუქროდ როგორ იქნება. ეს საჩუქარი ერთი ათად ფასობს მაშინ, როცა ქართული საზოგადოება მსოფლიოსთან ერთად, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის.

სრულად ნახვა
 
web-style.ge