„ჩემპიონ ლიგა" 2011-2012-2013-2014-2015-2016 წწ. დებულება (2024) | 30.03.2022 |
„დამტკიცებულია„ „შეთანხმებულია„ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ______________________ ________________________
2011,2012, 2013, 2014, 2015 და 2016 წ.წ. დაბადებულ მოზარდებს შორის 2024 წლის ჩემპიონ ლიგის გათამაშების რეგლამენტი (ს.ფ.ფ-ს მიერ დამტკიცებული ჭაბუკთა და მოზარდთა ჩემპიონატების რეგლამენტის თანახმად) 1. მიზანი და ამოცანები 1.1 ფეხბურთის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. 1.2 საქართველოს სამოყვარულო გუნდებისა და საფეხბურთო კლუბებისათვის რეზერვების მომზადება. 1.3 გამარჯვებული გუნდების გამოვლენა.
2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა , ჩატარების დრო და ადგილი 2.1 შეჯიბრებას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი შესაბამისი კომიტეტები. 2.2 გათამაშების ჩატარების დრო განისაზღვრება ა.ფ.ფ.ს შესაბამისი კომიტეტის მიერ დამტკიცებული კალენდრების მიხედვით ს.ფ.ფ-სთან შეთანხმებით. 2.3 ა.ფ.ფ უფლებამოსილია სპეციალური კომისიის მეშვეობით კლუბების განაცხადების მიღებამდე შეამოწმოს სტადიონების მდგომარეობა. 2.4 განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს 2024 წლის თებერვლის თვეში (20 თებერვლამდე). 2.5 ჩემპიონატი იწყება 2024 წლის 6 მარტს. 2.6 გათამაშებაში მონაწილეობენ სპორტული საფეხბურთო სკოლებისა და მოყვარულთა კლუბები, რომლებსაც ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აქვთ იურიდიული სტატუსი, ექვემდებარებიან ფიფას, უეფას და ს.ფ.ფ-ს გადაწყვეტილებებს. 2.7 ქ. თბილისის გუნდები ა.ფ.ფ-ს მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებში მონაწილეობას მიიღებენ განაცხადში დაფიქსირებული თ.ფ.ფ-ს წერილობითი თანხმობით. 3. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა 3.1 2011-2014 წლიანებში გათამაშება გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე გაიყოფა ორ ან სამ ქვეჯგუფად (3 ჯგუფის შემთხევაში შეიცვლება ჩატარების სისტემა), ორ წრედ (შინ და სტუმრად) და ჩატარდება 9 x 9 -ზე ფეხბურთელთა რაოდენობით 60X40 ზომის მოედანზე, კარის ზომა 5X2. მატჩის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი 25 წუთიანი ტაიმით, მათ შორის 10 წუთი შესვენებით. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალურ მატჩებს. ფინალურ ეტაპში გადასული გუნდები გამოირკვევა ჩემპიონატის მსვლელობისას. 3.2 2015-2016 წლიანებში გათამაშება გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე გაიმართება ორ ან სამ ქვეჯგუფად (3 ჯგუფის შემთხევაში შეიცვლება ჩატარების სისტემა), ორ წრედ (შინ და სტუმრად) და ჩატარდება 7 x 7 -ზე ფეხბურთელთა რაოდენობით 45X25 ზომის მოედანზე, კარის ზომა 3X2. მატჩის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი 20 წუთიანი ტაიმით,მათ შორის 10 წუთი შესვენებით. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალურ მატჩებს.ფინალურ ეტაპში გადასული გუნდები გამოირკვევა ჩემპიონატის მსვლელობისას. 3.3 გათამაშების კალენდარი დგება ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე(ბერგერის სისტემით). 3.4 გათამაშებაში ქულების დარიცხვა ხდება შემდეგნაირად - მოგება 3 ქულა, ფრე -1 ქულა, წაგება- 0 ქულა. 3.5 2011-2014 წლიანების შემთხვევაში, როცა ორი ან მეტი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულას მომდევნო ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით: - უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების უკეთესი სხვაობა). - მოგებათა მეტი რაოდენობა. - ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა. - გატანილი გოლების მეტი რაოდენობა. - სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა. - კენჭისყრა. 3.6 2015-2016 წლიანების შემთხვევაში ქულების აღრიცხვა არ იწარმოებს. დაფიქსირდება მატჩის შედეგები,მაგრამ გამარჯვებული გუნდები არ გამოვლინდებიან. 3.7. მატჩის გადატანა და თარიღის ცვლილება მოხდება აფფ-ს გადაწყვეტილებით, მოთხოვნა შემოტანილი უნდა იქნას კალენდარული მატჩის თარიღამდე 3 დღით ადრე. 3.8 გუნდის მწვრთნელი ვალდებულია შეხვედრების დაწყებამდე 45 წუთით ადრე, მატჩის ტექნიკურ ოქმში შეიყვანოს არაუმეტეს 20 ფეხბურთელი, ყოველ ფეხბურთელს ოქმში შეყვანილი ნომრის შესაბამისად უნდა ჰქონდეს ნომრები მაისურზე. თუ მაისური ზოლიანია მაისურზე ნომრები ერთგვაროვან ფონზე უდნა იყოს აღნიშნული. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ორივე გუნდის მოთამაშეთა და მსაჯის ფორმის ფერისგან. 3.9 მატჩის დროს დაშვებულია უკუშეცვლები. 2011-2014 წლიანებში მეკარეს პარტნიორისგან უკან დაბრუნებული ბურთის ხელით შეხება ეკრძალება და დაინიშნება თავისუფალი დარტყმა. მეკარეს კარიდან ბურთის გათამაშება შეუძლია ხელით ან ფეხით, თუ ბურთი დაფიქსირებულია მიწაზე. 2015-2016 წ. დაბადებულ ჭაბუკთა შორის დაშვებულია მეკარის ხელით თამაში პარტნიორისგან მიწოდებულ ბურთზე. სათადარიგო მოთამაშეთა მოთელვა უნდა ხდებოდეს მსაჯის მიერ მითითებულ ადგილზე. 3.10 მატჩის ოქმში შეყვანილი უნდა იყვნენ ოფიციალური პირები (გვარი, სახელი, თანამდებობა, მწვრთნელი, მწვრთნელის ასისტენტი, ექიმი, სათადარიგო ფეხბურთელები, რომლებიც თამაშის დროს სხდებიან გუნდისთვის გამოყოფილ ადგილებზე. მინდვრიდან გაძევებულ მოთამაშეს სათადარიგოებს შორის ყოფნა ეკრძალება. მატჩის ოქმს დაწყებამდე ხელს აწერენ გუნდების წარმომადგენლები და მსაჯი. თამაშის ოქმს პირველად ავსებს მასპინძელთა გუნდის წარმომადგენელი. 3.11 გუნდებს ეძლევათ თბილისის ლიგის გათამაშებაში თამაშის უფლება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ რეგისტირებული ბარათით არაუმეტეს სამი მოთამაშისა (შესაბამისი ასაკი). 3.12 კალენდარულ მატჩებს მოემსახურება სამსაჯო განყოფილების მიერ დანიშნული ერთი მსაჯი,რომელიც ვალდებულია შეამოწმოს გუნდების ფეხბურთელთა მონაწილის ბარათები. ის მოთამაშე, რომელსაც არ გააჩნია მონაწილის ბარათი მატჩზე არ დაიშვება. მსაჯი, აგრეთვე ეცნობა მოთამაშეთა ფორმის ფერებს. თუ ფორმა ერთნაირია, მისი თხოვნით ფორმას იცვლის მასპინძელი გუნდი. 3.13 ა.ფ.ფ. უფლებამოსილია ნებისმიერ დროს კლუბთან შეთანხმებით შეამოწმოს მიმდინარე სასწავლო სამწვრთნელო პროცესი, სათანადო დოკუმენტაცია. 3.14 მასპინძელი გუნდი ვალდებულია მსაჯს წარუდგინოს არანაკლებ სამი ბურთი. 3.15 ქ. თბილისი ტერიტორიის გარეთ თამაშის მომსახურების თანხას ჩამტარებელი ფედერაციის ბრძანებით დაემატება მსაჯის სატრანსპორტო ხარჯები, რომლის ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმღები გუნდის ხემძღვანელობა. 3.16 მასპინძელი გუნდი ვალდებულია სტადიონზე იყოლიოს კვალიფიციური მედპერსონალი და უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა საჭირო რაოდენობა. 3.17 მატჩის დაწყების დრო განისაზღვრება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით. 3.18 კალენდარულ მატჩზე მითითებულ დროს რომელიმე გუნდის გამოუცხადებლობის შემთხევაში მსაჯი ვალდებულია შეამოწმოს მატჩზე მოსული გუნდის ფეხბურთელების ბარათები, ამის შემდეგ გუნდი და მსაჯი ვალდებულნი არიან სათამაშო ფორმით გავიდნენ მოედანზე და დააფიქსირონ თამაშისთვის მზადყოფნა. 3.19 კალენდარულ მატჩზე მითითებულ დროზე რომელიმე გუნდის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მატჩის გამართვის, დაწყების დროის გადავადების ან გადატანასთან დაკავშირებით იღებს ა.ფ.ფ.-ს საშეჯიბრო განყოფილება. 3.20 ექსტრემალური სიტუაციის გამო მატჩის დაწყების ან შეწყვეტის საკითხს წყვეტს მსაჯი. 3.21 ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შეუსრულებლობის შემთხევაში მატჩის მსაჯს უფლება აქვს არ ჩაატაროს თამაში და აცნობოს ა.ფ.ფ-ს საშეჯიბრო განყოფილებას. საკითხი განსახილველად გადაეცემა სადისციპლინო კომიტეტს. 3.22 გათამაშებაში მონაწილე გუნდებმა (კლუბებმა) აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხონ საწევრო-საშეჯიბრო მომსახურეობისათვის განსაზვრული თანხა(იხილეთ ფინანსური დოკუმენტი მითითებულ დანართში). თანხები ჩარიცხული (შემოტანილი) უნდა იქნეს განაცხადის დამტკიცებამდე. ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან არსებული საგადასახადო კანონის თანახმად აწარმოებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია. 3.23 აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რეკვიზიტებია: აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ს.ნ . # 249260570 საქართველოს ბანკი.ბანკის კოდი BAGAGE22 ანგარიშის ნომერი GEO9BG0000000533759735 მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის, 67 ა. , ტელ. 599 50 60 53.
4. გუნდების განაცხადების გაფორმება 4.1 გუნდების განაცხადების მიღებას და ფეხბურთელთა დამტკიცებას აწარმოებს ა.ფ.ფ-ს საშეჯიბრო განყოფილება. 4.2 კლუბიდან კლუბში ფეხბურთელის გადასვლას ამტკიცებს საშეჯიბრო განყოფილება, ხოლო სადავო საკითხებს განიხილავს აღმასკომი. 4.3 მონაწილე გუნდები ვალდებულნი არიან დადგენილი განრიგის მიხედვით წარმოადგინონ: - საფეხბურთო კლუბის რეგისტრაციის მოწმობა. - კლუბის იურიდიული კოორიდნატები და საბანკო რეკვიზიტები. - გუნდის განაცხადი ორ ეგზემპლარად, შესაბამისი ფორმის მიხედვით. - მოთამაშეთა დაბადების ან პ/ მოწმობის ასლები.(მიეთითოს მოთამაშის პირადი ნომერი) - მოთამაშეთა ახალი ბარათები სურათებით. - სამედიცინო ცნობა თითოეულ მოთამაშეზე სამედიცინო დაწესებულების (კლინიკის) მიერ დამტკიცებული ბეჭდით. 4.5 ჩემპიონატის მსვლელობისას თითოეული გუნდის განაცხადში შეიძლება შეყვანილი იყოს 25 (ოცდახუთი) ფეხბურთელი. 4.6 გუნდებს ეძლევათ თბილისის ლიგის გათამაშებაში თამაშის უფლება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ რეგისტირებული ბარათით არაუმეტეს სამი მოთამაშისა (შესაბამისი ასაკი). 5. სადისციპლინო და ფინანსური სანქციები 5.1 რეგლამენტისა და სხვა სადისციპლინო დარღვევებზე რეაგირებისას ა.ფ.ფ. იხელმძღვანელებს ს.ფ.ფ-ს სადისციპლინო კოდექსით. 6. საჩივრის შეტანის წესი 6.1.საჭიროების შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია თამაშის დამთავრებისთანავე საჩივრის შეტანის თაობაზე გააფრთხილოს მსაჯი და მოწინააღმდეგე გუნდი. 6.2 აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საჩივრებს სადისციპლინო კომიტეტი განსახილველად არ მიიღებს. 6.3 არ მიიღება საჩივარი თამაშის დროს მსაჯის შემდეგ გადაწყვეტილებებზე. ა) დაინიშნა თუ არა თავისუფალი, საჯარიმო ან 9 მ დარტყმა. ბ) ბურთის გადასვლაზე მოედნის ფარგლებს გარეთ. გ) ჩათვლილ ან არჩათვლილ გოლზე. დ) გაფრთხილებაზე ან გაძევებაზე. 6.4 საჩივრის განხილვისას სადისციპლინო კომიტეტი ხელმძღვანელობს მსაჯების და მატჩის დამკვირვებლის მოხსენებითი ბარათით. 6.5 გუნდები, რომლებიც არ გამოცხადდებიან კალენდარულ თამაშზე ჩაეთვლებათ ტექნიკური წაგება 0-3, ხოლო მეორე შემთხვევაში იხსნებიან გათამაშებიდან. საწევრო-საშეჯიბრო გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდებათ. 6.6 ყალბი ოქმის შედგენის შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური წაგება 0-3, ხოლო მწვრთნელების საკითხს განიხილავს ა.ფ.ფ.-ს სადისციპლიონო კომიტეტი. 7. დაჯილდოება 7.1 ჩემპიონ ლიგის გათამაშებაში გამარჯვებული გუნდი ( 2011-2014) დაჯილდოვდება თასით, დიპლომებით და მედლებით.მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით. 2015-2016 წლიანებში არ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო გუნდური დიპლომით.
ფინანსური დანართი 2011-2012-2013-2014 ასაკში თითოეულ გუნდზე გადასახადი შეადგენს 1100 ლარს. 2015-2016 გადასახადი შეადგენს 1000 ლარს. |
უკან დაბრუნება |