მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



რეგიონალური "ბ" ლიგა, 2007-2008-2009 წწ. დებულება 04.03.2023

            „დამტკიცებულია„                                                                                                 „შეთანხმებულია„                                                                                                აფხაზეთის  ფეხბურთის ფედერაცია                                                                        საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაცია

       ______________________                                                                          ________________________

 

რეგიონალური „ბ“ ლიგის, 2007,2008,2009  წ.წ. დაბადებულ მოზარდებს შორის  2023 წლის ჩემპიონ ლიგის გათამაშების

 რეგლამენტი

  (ს.ფ.ფ-ს მიერ დამტკიცებული ჭაბუკთა და მოზარდთა ჩემპიონატების რეგლამენტის თანახმად)

                                                                        1. მიზანი და ამოცანები

1.1    ფეხბურთის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია.

1.2    საქართველოს სამოყვარულო გუნდებისა და საფეხბურთო კლუბებისათვის რეზერვების მომზადება.

        1.3    გამარჯვებული გუნდების გამოვლენა.

 

                                               2.  შეჯიბრების ხელმძღვანელობა , ჩატარების დრო და ადგილი

2.1    შეჯიბრებას  ხელმძღვანელობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი შესაბამისი კომიტეტები.

2.2  გათამაშების ჩატარების დრო განისაზღვრება ა.ფ.ფ.ს შესაბამისი კომიტეტის მიერ დამტკიცებული კალენდრების მიხედვით ს.ფ.ფ-სთან  შეთანხმებით.

2.3    ა.ფ.ფ  უფლებამოსილია სპეციალური კომისიის მეშვეობით კლუბების განაცხადების მიღებამდე შეამოწმოს სტადიონების მდგომარეობა.

2.4   განაცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს 2023 წლის მარტის თვეში (8 მარტამდე).

2.5   ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2023 წლის 9 მარტს.

2.6    გათამაშებაში მონაწილეობენ სპორტული საფეხბურთო სკოლებისა და მოყვარულთა კლუბები, რომლებსაც ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აქვთ იურიდიული სტატუსი, ექვემდებარებიან ფიფას, უეფას და ს.ფ.ფ-ს გადაწყვეტილებებს.

2.7    ქ. თბილისის გუნდები ა.ფ.ფ-ს მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებში მონაწილეობას მიიღებენ განაცხადში დაფიქსირებული თ.ფ.ფ-ს წერილობითი თანხმობით.

                                                                    3. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა

3.1    რეგიონ ლიგა „ბ“ გათამაშება გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად) და ჩატარდება 11 x 11 -ზე ფეხბურთელთა რაოდენობით, სტანდარტულ მოედანზე. მატჩის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი 45 წუთიანი ტაიმით,მათ შორის 15 წუთი შესვენებით.

3.2    2007 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის გათამაშება გაიმართება ორ წრედ, ორი 40 წუთიანი ტაიმით, 15 წუთიანი შესვენებით.

3.3    2008 წელს დაბადებული მოზარდების სათამაშო დრო შეადგენს ორ 40 წუთიან ტაიმს,მათ შორის 15 წუთი შესვენებით. გუნდები გადანაწილებულია ორ ჯგუფად. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ ნახევარფინალურ წყვილებს. მესამე და შემდგომ ადგილზე გასული გუნდები მეორე ჯგუფის იმავე ადგილზე გასულ გუნდებთან ითამაშებენ შინ და სტუმრად.

3.4    2009 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდება ორ ჯგუფად, ორი 35 წუთიანი ტაიმი, 15 წუთიანი შესვენებით. ჯგუფში პირველი ოთხეული შეხვდება მეორე ჯგუფის პირველ ოთხეულს და გადაჰყვებათ ოთხეულში დაგროვილი ქულები. ანალოგიური სისტემით ითამაშებენ მეხუთე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდები.

3.5    გათამაშების კალენდარი დგება ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე(ბერგერის სისტემით).

3.6  გათამაშებაში ქულების დარიცხვა ხდება შემდეგნაირად - მოგება 3 ქულა, ფრე -1 ქულა,  წაგება-0 ქულა.

3.7  იმ შემთხვევაში, როცა ორი ან მეტი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულას მომდევნო ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების უკეთესი სხვაობა).

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა.

- გატანილი გოლების მეტი რაოდენობა.

- სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა.

-  კენჭისყრა.

3.8  გუნდის მწვრთნელი ვალდებულია შეხვედრების დაწყებამდე 45 წუთით ადრე, მატჩის ტექნიკურ ოქმში შეიყვანოს არაუმეტეს 20 ფეხბურთელი, ყოველ ფეხბურთელს ოქმში შეყვანილი ნომრის შესაბამისად უნდა ჰქონდეს ნომრები მაისურზე. თუ მაისური ზოლიანია მაისურზე ნომრები ერთგვაროვან ფონზე უდნა იყოს აღნიშნული. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ორივე გუნდის მოთამაშეთა და მსაჯის ფორმის ფერისგან.

3.9 მატჩის დროს დაშვებულია  9 (ცხრა) შეცვლა სამი გაჩერებით.სათადარიგო მოთამაშეთა  მოთელვა უნდა ხდებოდეს  მსაჯის მიერ მითითებულ ადგილზე.

3.10  მატჩის ოქმში შეყვანილი უნდა იყვნენ ოფიციალური პირები (გვარი, სახელი, თანამდებობა, მწვრთნელი, მწვრთნელის ასისტენტი, ექიმი,  სათადარიგო ფეხბურთელები, რომლებიც თამაშის დროს სხდებიან გუნდისთვის გამოყოფილ ადგილებზე. მინდვრიდან გაძევებულ მოთამაშეს სათადარიგოებს შორის ყოფნა ეკრძალება. მატჩის ოქმს დაწყებამდე ხელს აწერენ გუნდების წარმომადგენლები და მსაჯი. თამაშის ოქმს პირველად ავსებს მასპინძელთა გუნდის წარმომადგენელი.

3.11 კალენდარულ მატჩებს მოემსახურება სამსაჯო განყოფილების მიერ დანიშნული სამი მსაჯი და მატჩის დამკვირვებელი, რომლებიც ვალდებული არიან შეამოწმონ გუნდების ფეხბურთელთა მონაწილის ბარათები. ის მოთამაშე, რომელსაც არ გააჩნია მონაწილის ბარათი მატჩზე არ დაიშვება. მსაჯი, აგრეთვე ეცნობა მოთამაშეთა ფორმის ფერებს. თუ ფორმა ერთნაირია, მისი თხოვნით ფორმას იცვლის მასპინძელი გუნდი.

3.12  ა.ფ.ფ. უფლებამოსილია ნებისმიერ დროს კლუბთან შეთანხმებით შეამოწმოს მიმდინარე სასწავლო სამწვრთნელო პროცესი, სათანადო დოკუმენტაცია.

3.13 მასპინძელი გუნდი ვალდებულია მსაჯებს წარუდგინოს არანაკლებ სამი ბურთი.

3.14  ქ. თბილისი ტერიტორიის გარეთ თამაშის მომსახურების თანხას ჩამტარებელი ფედერაციის ბრძანებით დაემატება მსაჯთა ბრიგადის და მატჩის დამკვირვებლის  სატრანსპორტო ხარჯები, რომლის ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმღები გუნდის ხემძღვანელობა.

3.15 მასპინძელი გუნდი ვალდებულია სტადიონზე იყოლიოს კვალიფიციური მედპერსონალი და უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა საჭირო რაოდენობა.

3.16 მატჩის დაწყების დრო განისაზღვრება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით.

3.17 კალენდარულ მატჩზე მითითებულ დროს რომელიმე გუნდის გამოუცხადებლობის შემთხევაში  მსაჯი ვალდებულია შეამოწმოს მატჩზე მოსული გუნდის ფეხბურთელების ბარათები, ამის შემდეგ გუნდი და მსაჯი ვალდებულნი არიან სათამაშო ფორმით გავიდნენ მოედანზე და დააფიქსირონ თამაშისთვის მზადყოფნა.

3.18 კალენდარულ მატჩზე მითითებულ დროზე რომელიმე გუნდის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მატჩის გამართვის, დაწყების დროის გადავადების ან გადატანასთან დაკავშირებით იღებს ა.ფ.ფ.-ს საშეჯიბრო განყოფილება.

3.19 ექსტრემალური სიტუაციის გამო მატჩის დაწყების ან შეწყვეტის საკითხს წყვეტს მსაჯი.

3.20 ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შეუსრულებლობის შემთხევაში მატჩის მსაჯს უფლება აქვს არ ჩაატაროს თამაში და აცნობოს ა.ფ.ფ-ს საშეჯიბრო განყოფილებას. საკითხი განსახილველად გადაეცემა სადისციპლინო კომიტეტს.

3.21  გათამაშებაში მონაწილე გუნდებმა (კლუბებმა) აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხონ  საწევრო-საშეჯიბრო მომსახურეობისათვის განსაზვრული  თანხა(იხილეთ ფინანსური დოკუმენტი მითითებულ დანართში). თანხები ჩარიცხული (შემოტანილი) უნდა იქნეს განაცხადის დამტკიცებამდე. ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან არსებული საგადასახადო კანონის თანახმად აწარმოებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია.

3.22 აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რეკვიზიტებია:

        აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ს.ნ . # 249260570   საქართველოს ბანკი.ბანკის კოდი BAGAGE22  ანგარიშის ნომერი    GEO9BG0000000533759735      

   მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის, 67 ა. , ტელ. 599 50 60 53.

                                               4. გუნდების განაცხადების გაფორმება

4.1 გუნდების განაცხადების მიღებას და ფეხბურთელთა დამტკიცებას აწარმოებს ა.ფ.ფ-ს საშეჯიბრო განყოფილება.

4.2 კლუბიდან კლუბში ფეხბურთელის გადასვლას ამტკიცებს საშეჯიბრო განყოფილება, ხოლო სადავო საკითხებს განიხილავს აღმასკომი.

4.3  მონაწილე გუნდები ვალდებულნი არიან დადგენილი განრიგის მიხედვით წარმოადგინონ:

- საფეხბურთო კლუბის რეგისტრაციის მოწმობა.

- კლუბის იურიდიული კოორიდნატები და საბანკო რეკვიზიტები.

- გუნდის განაცხადი ორ ეგზემპლარად, შესაბამისი ფორმის მიხედვით.

- სკოლიდან ცნობა სურათზე ბეჭდით

- მოთამაშეთა დაბადების ან  პ/ მოწმობის ასლები (მიეთითოს მოთამაშის პირადი ნომერი).

- მოთამაშეთა ახალი ბარათები სურათებით.

- სამედიცინო ცნობა თითოეულ მოთამაშეზე სამედიცინო დაწესებულების (კლინიკის) მიერ დამტკიცებული ბეჭდით.

4.5 ჩემპიონატის მსვლელობისას  თითოეული გუნდის განაცხადში შეიძლება შეყვანილი იყოს 30 (ოცდაათი) ფეხბურთელი.

4.6 გუნდებს უფლება ეძლევათ განაცხადში შეიყვანონ ჭაბუკთა ლიგის ან ელიტ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელი არაუმეტეს სამი მოთამაშისა (შესაბამისი ასაკი).

                                                           5. სადისციპლინო და ფინანსური სანქციები

5.1 რეგლამენტისა და სხვა სადისციპლინო დარღვევებზე რეაგირებისას ა.ფ.ფ.  იხელმძღვანელებს ს.ფ.ფ-ს სადისციპლინო კოდექსით.

                                                                        6. საჩივრის შეტანის წესი

6.1.საჭიროების შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია თამაშის დამთავრებისთანავე საჩივრის შეტანის თაობაზე გააფრთხილოს მთავარი მსაჯი,მატჩის დამკვირვებელი  და მოწინააღმდეგე გუნდი.

6.2 აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საჩივრებს სადისციპლინო კომიტეტი განსახილველად არ მიიღებს.

6.3 არ მიიღება საჩივარი თამაშის დროს მსაჯის შემდეგ გადაწყვეტილებებზე.

ა) დაინიშნა თუ არა თავისუფალი, საჯარიმო ან 11 მ დარტყმა.

ბ) ბურთის გადასვლაზე მოედნის ფარგლებს გარეთ.

გ) ჩათვლილ ან არჩათვლილ გოლზე.

დ) გაფრთხილებაზე ან გაძევებაზე.

ე) თამაშგარე მდგომარეობა.

6.4 საჩივრის განხილვისას სადისციპლინო კომიტეტი ხელმძღვანელობს მსაჯების და მატჩის დამკვირვებლის მოხსენებითი ბარათით.

6.5 გუნდები, რომლებიც არ გამოცხადდებიან კალენდარულ თამაშზე ჩაეთვლებათ ტექნიკური წაგება 0-3, ხოლო მეორე შემთხვევაში იხსნებიან გათამაშებიდან. საწევრო-საშეჯიბრო გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდებათ.

 6.6 ყალბი ოქმის შედგენის შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური წაგება 0-3, ხოლო მწვრთნელების საკითხს განიხილავს ა.ფ.ფ.-ს სადისციპლიონო კომიტეტი.

                                                                  7. დაჯილდოება

7.1 ჩემპიონ ლიგის გათამაშებაში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება თასით, დიპლომებით და მედლებით.მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით.

 

 

ფინანსური დანართი

რეგიონალური „ბ“ ლიგა - 2500 ლარი

2007-2008-2009 – 2200 ლარი

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge