05.07.2013. |
ულამაზესი მხარე აფხაზეთი, ქართული სახელმწიფოსა და ქართული ფეხბურთის მთავარი არტერია იყო და იქნება კიდეც. ქართული ფეხბურთის გამორჩეული ნაწილის, აფხაზეთის ფეხბურთის განვითარება დიდად საშური საქმეა, მით უმეტეს მაშინ, როცა აფხაზეთის ფეხბურთი ამჟამად დევნილობაშია. თუმცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპლუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, პატრიოტები, გულანთებული მეცენატები, საზოგადოების ღირსეული წამომადგენლები... ყველანი ერთად, ყველანაირად ცდილობენ მხარს უჭერენ და ზურგს უმაგრებენ დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ფეხბურთს...
ამ პერსონებისა და კომპანიების სახელები მომავალმა თაობებმაც უნდა იცოდნენ. მოვა დრო, როცა ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს და საქართველოს ყველა კუთხის შვილები აფხაზეთში ურთიერთსიყვარულით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც ჩვენი წინაპრები და მხარდამხარ ვიქნებით მთავრი მიზნის, ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში...
ფეხბურთი საქართველოს ყველა კუთხეში და მით უმეტეს აფხაზეთში, მხოლოდ სპორტის მთავარი სახეობა კი არა, არამედ ბევრად უფრო დიდი განზომილებაა. ის სამყაროა, რომელმაც უნდა გაათბოს და გაახაროს ჩვენი გულები და წარსულის მსგავსად ქართველი და აფხაზი ძმერბის მხარდამხარ თანაცხოვრებას ჩაუყაროს მტკიცე საფუძველი. ეს მხოლოდ ნატვრა არაა, ეს გარდაუვალი მომავალია და როცა ეს გარდაუვალი მომავალი დადგება, სწორედ მაშინ, მომავალი თაობები გვკითხვავენ თუ ვინ იყვნენ ის პერსონები, რომლებმაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ფეხბურთს სახე შეუნარჩენეს და განავითარეს. ამ კითხვის პასუხია ის "ოქროს წიგნი", "აფხაზეთის ფეხბურთი – საუკუნის მემატიანე", რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტიილებით 2008 წლის 14 მაისს, ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიიმბოლოდ წოდებული, თამარ მეფის ხსენების დღეს დაფუძნდა... ამ წიგნში უკვე 82 პერსონა და 7 კომპანიის სახელია შეტანილი. ისეთი პერსონების სახელები, როგორებიცაა ვლადიმერ (სიომა) ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა, თემურ ქეცბაია...
თუმცა, უმჯობესი იქნება, "საუკუნის წიგნში" სხვადასხვა დროს შეყვალინი, ამ პერსონების ჩამონათვალს, "ოქროს წიგნში" შეტანის თარიღის თანმიმდევრობით თავადვე გაეცნოთ...
"ოქროს წიგნში" – "აფხაზეთის ფეხბურთი – საუკუნის მემატიანე" შეტანილი პერსონები
1. სერგო აბაშიძე – მეცენატი, გაგრის მკვიდრი 2. ალექსანდრე აპლაკოვი – აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი 3. ვლადიმერ (სიომა) ბარაქაია – ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი 4. გოდერძი ბუკია – მეცენატი, საქართველოს პარლამენტის წევრი 5. გია გვაზავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი 6. რევაზ გერგედავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი 7. მერაბ დგებუაძე – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი 8. ოთარ ვახანია – პროფესორი, სპორტის ისტორიის სპეციალისტი 9. ენვერ თოლორდავა – სპორტული მომზადების ცენტრი "აფხაზეთის" დირექტორი, საფეხბურთო კლუბ ოჩამჩირის "ამირანის" პრეზიდენტი 10. ფრიდონ ინჯია – მეცენატი, საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი 11. ლადო (ვლადიმერ) კვარაცხელია – მეცენატი 12. სერგო კვარაცხელია – სამეგრელო–ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 13. კონსტანტინე კუჭუხიძე – აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი 14. თეიმურაზ მჟავია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 15. ანატოლი მილჩენკო – ფიფას არბიტრი, საქართველოს საუკუნის მსაჯი 16. სერგო ფიფია – ვეტერანი ფეხბურთელი, სოხუმის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე 17. ვალერი ჩოლარია – უეფას საერთაშორისო პროგრამა "ფეხბურთი ღია სახალისო სკოლების" კავკასიის ქვეყნების რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი 18. ბესიკ ჩიხრაძე – საფეხბურთო კლუბ "გაგრას" დამაარსებელი და პრეზიდენტი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი 19. თამაზ ჩოჩია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე 20. თამაზ ჩიქობავა – მეცენატი, ოჩამჩირის მკვიდრი 21. ზურაბ ჩიქოვანი – მეცენატი, ექიმი, ოჩამჩირის მკვიდრი 22. თემურ უბილავა – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 23. გრიგოლ ცაავა – ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი, ვიცე–პრეზიდენტი, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 24. თემურ ქეცბაია – ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 25. ზაზა ქათამაძე – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 26. ანზორ ქოქოლაძე – მეცენატი 27. ალექსანდრე ხარებავა – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 28. მურთაზ ხურცილავა – ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს საუკუნის ფეხბურთელი 29. თამაზ ხუბუა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი 30. ნუგზარ ბოჯგუა – საფეხბურთო კლუბ სოხუმის "ცხუმის" ყოფილი მწვრთნელი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების მწვრთნელი 31. ამირან დოლიძე – აფხაზეთის ეკომონიკის მინისტრის მოადგილე 32. უჩა დგებუაძე – ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ–ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე 33. ოთარ ჟორდანია – პროფესორი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი წევრი 34. ვახტანგ ხარებავა – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 35. თენგიზ ხარებავა – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 36. გიორგი ჩიხრაძე – ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების უფროსი მწვრთნელი 37. გიგლა ძანძავა – გალის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი 38. ჯანო ჯანელიძე – პოეტი, საზოგადო მოღვაწე 39. ოთარ გაბელია – ვეტერანი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ევროპის თასების თასის მფლობელი, მწვრთნელი 40. მურთაზ ვეკუა – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 41. გენადი ზარია – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 42. ბონდო კაკუბავა – სპორტის დამსახურებული მწვრთნელი 43. კარლო მჭედლიძე – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ოლიმპიკის" პრეზიდენტი 44. დემურ კეკელია – აფხაზეთის მკვიდრი 45. ალექსანდრე ჩივაძე – ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისი "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ევროპის თასების თასის მფლობელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი 46. გია ბერულავა – შ.პ.ს. "ამბასადორის" დირექტორი 47. ალექსანდრე ლორთქიფანიძე – სადაზღვევო კომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი 48. დევიდ ლი – კომპანია "მაგთიკომის" გენერალური დირექტორი 49. ზურაბ ჯგუბურია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 50. ვიქტორ (ვიტალი) გრძელიშვილი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 51. გიორგი (გია) ბარამია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 52. დალი ხომერიკი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი 53. ირაკლი ანჩაბაძე – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 54. სოსო მალანია – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 55. აკაკი პაპავა – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე 56. ადიკ დურსუნიში – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე 57. თენგიზ გეგუჩაძე – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე 58. ვალერი ცაცუა – მეცენატი, გაგრის მკვიდრი 59. გელა კოპალიანი – მეცენატი, სოხუმის მკვიდრი 60. გელა ინალიშვილი – ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი 61. მიხეილ ჯიშკარიანი – ვეტერანი ფეხბურთელი 62. ტრისტან მანაგაძე – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 63. გოჩა ჟორჟოლიანი – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 64. გივი ჭანტურიძე – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორი 65. სერგო ჩოგოვაძე – მწვრთნელი 66. ალექსანდრე კოპალიანი – სპორტის დამსახურებული მუშაკი 67. დიმიტრი ჭანთურია – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი 68. მურმან ფარფალია –აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე 69. მურთაზ კორსანტია – აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, ს.ს.უ. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი 70. ომარ სოხაძე – საფეხბურთო კლუბ სოხუმის "აეტის" პრეზიდენტი 71. ანზორ მეტრეველი – საფეხბურთო კლუბ "გაგრას" გენერალური დირექტორი 72. ჯემალ ბაღათურია – აფხაზეთის მკვიდრი, მეცენატი 73. მურმან ფენდერავა – ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი 74. თემურ ეთერია – ვეტერანი ფეხბურთელი 75. სოსო კაკულია – სს "ტელასის" გენერალური დირექტორის თანაშემწე 76. ბადრი ქარქაშაძე – საერთაშორისო პროექტის "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" კოორდინატორი საქართველოში 77. დავით ცაბაძე – გაზეთ "ფეხბურთი დღეს" რედაქტორი, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის "სპარტაკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი 78. ბადრი მაჭავარიანი – საერთაშორისო პროექტის "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" მენეჯერი საქართველოში 79. ზვიად ჯელაძე – საფეხბურთო კლუბ "გაგრას" მთავარი მწვრთნელი 80. თენგიზ სიჭინავა – საფეხბურთო კლუბ "გაგრას" მწვრთნელი 81. გიორგი გოგიაშვილი – საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი 82. მურმან ქობალია – ვეტერანი ფეხბურთელი
"ოქროს წიგნში" – "აფხაზეთის ფეხბურთი – საუკუნის მემატიანე" შეტანილი პერსონები
1. საერთაშორისო საფეხბურთო საქველმოქმედი ფონდი "არველაძე" 2. საფეხბურთო კლუბი თბილისის "ოლიმპიკი" 3. საფეხბურთო კლუბი თბილისის "ნორჩი დინამოელი" 4. გაზეთი "სპორტული ამბები" 5. შ.პ.ს. "ამბასადორი" 6. სადაზღვევო კომპანია "იმედი" 7. ფიჭური სატელეკომინიკაციი კომპანია "მაგთიკომი"
|
უკან დაბრუნება |