გადაწყდა! | 14.05.2008. |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, საზოგადოებას კიდევ ერთი გამორჩეული ნოვაცია შესთავაზა. დღეს, 2008 წლის 14 მაისს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული... უკვე გადაწყვეტილი ამბავია ის, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია საპატიო "ოქროს წიგნს" შექმნის, რომელშიც ის პერსონებისა და კომპანიებისა სახელების უკვდავყოფა მოხდება, რომლებმაც აფხაზეთის ფეხბურთის (როგორც ქართული ფეხბურთისა ნაწილისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს), შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. "ოქროს წიგნის", "აფხაზეთის ფეხბურთი–საუკუნის მემატიანეს" შექმნის იდეას, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სრულად და ცალსახად დაუჭირა მხარი, რითაც უკვდავყო და თაობებს გადასცა იმ პერსონებისა და კომპანიების სახელი, რომლებმაც აფხაზეთის ფეხბურთის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს, ან მომავალში გააკეთებენ ამ საშვილიშვილო საქმეს.
|
უკან დაბრუნება |