მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მ.წ. 12 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია. 16.02.2016

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

   მ.წ. 12 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია.

   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ 16 სუბიექტის დელეგატები და სტუმრები.

   კონფერენციის ღის წესრიგში იყო 3 საკითხი:

 

  1. აფფ-ს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

                                              მომხს. აფფ-ს პრეზიდენტი - მ.ანჯაფარიძე

 

  1. აფფ-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

  1. აფფ-ს აღმასკომის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ

 

    მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ:

  1. ალექსანდრე მეტრეველი - ს.კ. „გაგრა“-ს გენერალური მენეჯერი
  2. ალექსანდრე წულაია - ს.კ. „ცხუმი“-ს პრეზიდენტი, აფფ-ს აღმასკომის წევრი
  3. დავით გვაძაბია -  ს.კ. „კოლხი“ გულრიფშის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უ/ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  4. ავთანდილ შენგელია - ს.კ. „ნ.დინამო“-ს - მწვრთნელი
  5. დიმიტრი ჯაიანი - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აფფ-ს აღმასკომის წევრი
  6. გია გვაზავა - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფფ-ს აღმასკომის წევრი
  7. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე
  8. თემურ ეთერია - ოჩამჩირის -რ-ნის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
  9. კახა ჭუმბურიძე - სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი

 

     მომხსენებლებმა და კამათში გამოსულებმა ვრცლად ილაპარაკეს ქართული ფეხბურთის პრობლემებზე და მის დაძლევის გზებზე და მიიღეს შესასბამაისი დადგენილება.

      კონფერენციამ დაამტკიცა აფფ-ს მიერ წარმოდგენილი წესდებაში ცვლილებების ჩამონათვალი.

    კონფერენციამ აფფ-ს აღმასკომის წევრობიდან გაიყვანა სფფ-ს აღმასკომის წევრად არჩევასთან დაკავშირების ს.კ. „გაგრა“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბატონი ბესიკ ჩიხრაძე. მადლობა გადაუხადა მას აღმასკომის შემადგენლობაში და ქართულ ფეხბურთში მრავალწლიანი საქმიანობისათვის და წარმატება უსურვა სფფ-ს აღმასკომის წევრის ამპულაში.

   კონფერენციამ აფფ-ს აღმასკომის წევრად აირჩია ბატონი ალექსანდრე მეტრეველი ს.კ. „გაგრა“-ს გენერალური მენეჯერი.

    ამით კონფერენციამ მუშაობა დაამთავრა.

                                                                                                   აფფ-ს აპარატი

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge