მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ორი ლიდერი უცვლელია, ვიტ ჯორჯია–2 სამეულშია! 26.10.2014

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატში, მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–8 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საგრძნობი კორექტივები შეიტანა. სხვა თუ არაფერი, ლიდერი ტრიოს შემადგენლობა შეიცვალა. მოწინავე სამეულში ლიდერი ისევ "სართია", მეორეზე ისევ დაუმარცხებელი "ცხუმია"... აი, მესამე პოზიციაზე კი უკვე "ვიტ ჯორჯია–2"–ია, რომელმაც გალის "მზიურს" სძლია და ეს გუნდი დააქვეითა. გალელებს "გაგრა–2" დაწია, რომელმაც ამ ტურში დიდი ანგარიშით იმარჯვა.

მე–8 ტური გოლების სიმრავლით გამორჩეული ნამდვილად არ იყო. თავად განსაჯეთ, სულ 7 შეხვედრაში 28 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში ზუსტად 4 გატანილი ბურთის ტოლფასია. საგულისხმოა ის, რომ 7 თამაშიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა, 7 მატჩიდან მასპინძლებმა 2 თამაში მოიგეს, 5 შეხვედრაში კი სტუმრებმა იმარჯვეს. შესაბამისად, გოლებში უპირატესობა სტუმართა მხარესაა, მათზე 15 გოლი გადის, მასპინძლებზე კი 13 გატანილი ბურთია.

ამ ტურის შედეგებს, სატურნირო ცხრილსა და მომდევნო ტურის ანონსს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.


საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი.

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VIII ტური.

1. ცხუმი – აფხაზეთი8:0

2. სართი – ამირანი3:1

3. ვოიაჟი – ნორჩი დინამო1:2

4. კოლხი – გარდაბანი0:1

5. მზიური – ვიტ ჯორჯია0:2

6. ბახტრიონი – იბერია1:3

7. შავნაბადა – გაგრა–20:6

გარეჯი ისვენებს


მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–8 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 8 7 0 1 23–6 21
2. ცხუმი (სოხუმი) 7 6 1 0 30–1 19
3. ვიტ ჯორჯია–2 (თბ.) 7 5 1 1 20–9 16
4. გაგრა–2 (გაგრა) 8 4 2 2 22–11 14
5. მზიური (გალი) 8 4 2 2 22–16 14
6. ვოიაჟი (თბილისი) 7 4 1 2 25–7 13
7. იბერია (თბილისი) 8 3 2 3 12–12 11
8. გარეჯი (საგარეჯო) 7 3 1 3 13–12 10
9. გარდაბანი (გარდაბანი) 7 3 1 3 9–9 10
10. ნორჩი დინამო (თბ.) 8 3 1 4 16–19 10
11. კოლხი (გულრიფში) 8 3 1 4 20–24 10
12. ამირანი (ოჩამჩირე) 7 2 1 4 10–17   7
13. შავნაბადა (თელეთი) 7 0 2 5 2–22   2
14. ბახტრიონი (ახმეტა) 7 0 1 6 3–22   1
15. აფხაზეთი (აფხაზეთი) 8 0 1 7 11–51   1


მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

 

IX ტური.

29.10.2014. ოთხშაბათი.

1. ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) – კოლხი (გულრიფში)   13:00 სთ.

2. აფხაზეთი (აფხაზეთი) – ბახტრიონი (ახმეტა)   14:00 სთ.

30.10.2014. ხუთშაბათი.

3. ნორჩი დინამო (თბილისი) – ცხუმი (სოხუმი)   11:00 სთ.

4. იბერია (თბილისი) – შავნაბადა (თელეთი)   13:00 სთ.

5. ამირანი (ოჩამჩირე) – მზიური (გალი)   13:30 სთ.

6. გარდაბანი (გარდაბანი) – ვოიაჟი (თბილისი)   15:00 სთ.

7. გარეჯი (საგარეჯო) – სართი (სართიჭალა)   15:00 სთ.

გაგრა–2 (გაგრა)ისვენებს

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge