მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



უძლეველი ცხუმი სართის მიუახლოვდა 16.10.2014

მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–7 ტურის მატჩები დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საგრძნობი კორექტივები შეიტანა. თუ აქამდე ორი გუნდი იყო ამ გათამაშებაში დაუმარცხებელი, ახლა უძლეველი მხოლოდ ერთია – სოხუმის "ცხუმი". ცხრილის ლიდერმა სართიჭალის "სართიმ" პირველი მარცხი იწვნია. მართალია, ამ გუნდს ლიდერობა არ დაუკარგავს, მაგრამ დაუმარცხებელი "ცხუმი" ლიდერს მიუახლოვდა და ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მეორეზე "ცხუმია", მესამეზე კი გალის "მზიური".

ეს ტური კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ თბილისის "ვოიაჟმა" რეკორდი დაამყარა. ამ გუნდმა "აფხაზეთს" სტუმრად 11–ბურთიანი სხვაობით სძლია. ბურთები ვახსენეთ და ეს ტური უხვგოლიანი გამოდგა. სულ 7 მატჩში 38 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5 გატანილ ბურთზე მეტის ტოლფასია. 7 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა, 5 თამაში მასპინძლებმა მოიგეს, ორი შეხვედრა კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამ შედეგების მიუხედავად სტუმრებმა მასპინძლებზე მეტი გოლი გაიტანეს, რაც "ვოიაჟის" რეკორდის დამსახურებაა. სტუმართა აქტივში 22 გოლია, მასპინძლებმა კი 16 ბურთი გაიტანეს.

ამ ტურის მატჩების შედეგებს, სატურნირო ცხრილს და მომდევნო ტურის ანონსს ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VII ტური.

1. გაგრა–2 – ბახტრიონი3:1

2. იბერია – ცხუმი0:2

3. აფხაზეთი – ვოიაჟი1:12

4. ნორჩი დინამო – კოლხი4:3

5. გარდაბანი – მზიური3:1

6. ვიტ ჯორჯია–2 – სართი2:1

7. ამირანი – გარეჯი3:2

შავნაბადაისვენებს

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–7 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 7 6 0 1 20–5 18
2. ცხუმი (სოხუმი) 6 5 1 0 22–1 16
3. მზიური (გალი) 7 4 2 1 22–14 14
4. ვოიაჟი (თბ.) 6 4 1 1 24–5 13
5. ვიტ ჯორჯია–2 (თბ.) 6 4 1 1 18–9 13
6. გაგრა–2 (გაგრა) 7 3 2 2 16–11 11
7. გარეჯი (საგარეჯო) 7 3 1 3 13–12 10
8. კოლხი (გულრიფში) 7 3 1 3 20–23 10
9. იბერია (თბ.) 7 2 2 3 9–11  8
10. გარდაბანი (გარდაბანი) 6 2 1 3 8–9  7
11. ნორჩი დინამო (თბ.) 7 2 1 4 14–18  7
12. ამირანი (ოჩამჩირე) 6 2 1 3 9–14  7
13. შავნაბადა (თელეთი) 6 0 2 4 2–16  2
14. ბახტრიონი (ახმეტა) 6 0 1 5 2–19  1
15. აფხაზეთი (აფხაზეთი) 7 0 1 6 11–43  1

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

VIII ტური.

21.10.2014. სამშაბათი.

1. ცხუმი (სოხუმი) – აფხაზეთი (აფხაზეთი)   11:00 სთ.

22.10.2014. ოთხშაბათი.

2. ვოიაჟი (თბილისი) – ნორჩი დინამო (თბილისი)   12:00 სთ.

3. სართი (სართიჭალა) – ამირანი (ოჩამჩირე)   15:00 სთ.

23.10.2014. ხუთშაბათი.

4. კოლხი (გულრიფში) – გარდაბანი (გარდაბანი)   14:00 სთ.

5. მზიური (გალი) – ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი)   15:00 სთ.

6. ბახტრიონი (ახმეტა) – იბერია (თბილისი)   15:00 სთ.

7. შავნაბადა (თელეთი) – გაგრა–2 (გაგრა)   15:00 სთ.

გარეჯი (საგარეჯო)ისვენებს

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge