მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



სართი, მზიური, ცხუმი... უქულოდ აღარავინაა 10.10.2014

 

მეორე ლიგის მე–6 ტურმა სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანა. პირველი სამეულის შემადგენლობა უცვლელი კი დარჩა, მაგრამ მეორე ადგილზე გალის "მზიური" აღზევდა, რომელმაც სოხუმის "ცხუმს" ერთი ქულით გაუსწრო. აღსანიშნავია ის, რომ აქამდე უქულოდ მყოფმა ახმეტის "ბახტრიონმა" ქულათა აქტივი ერთი ქულით გახსნა.

ეს ტურიიმით იყო განსხვავებული, რომ ყველაზე ხშირად ერთი შედეგი, ფრე დაფიქსირდა. თავად განსაჯეთ, 7 თამაშიდან 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა, მათ შორის 2 მატჩში გოლი არ გასულა. 4 ფრის გარდა, დანარჩენი სამივე თამაშში მასპინძლებმა იმარჯვეს და ბურთებიც მათ სასარგებლოდაა. ამ ტურში სულ გატანილი 27 გოლიდან 18 მასპინძელთა ანგარიშზეა, დარჩენილი 9 გოლი კი სტუმრების აქტივშია. 

ამ ტურის მატჩების შედეგებს, სატურნირო ცხრილსა და მომდევნო ტურის ანონსს აქვე გაგაცნობთ.

 

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VI ტური

1. ვოიაჟი – იბერია 1:1

2. ცხუმი – გაგრა–2 0:0

3. ვიტ ჯორჯია–2 – გარეჯი 2:2

4. ბახტრიონი – შავნაბადა 0:0

5. სართი – გარდაბანი 4:2

6. მზიური – ნორჩი დინამო 4:2

7. კოლხი – აფხაზეთი 7:2

ამირანიისვენებს

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–6 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 6 6 0 0 19–3 18
2. მზიური (გალი) 6 4 2 0 21–11 14
3. ცხუმი (სოხუმი) 5 4 1 0 20–1 13
4. ვიტ ჯორჯია–2 (თბ.) 5 3 1 1 16–8 10
5. ვოიაჟი (თბ.) 5 3 1 1 12–4 10
6. გარეჯი (საგარეჯო) 6 3 1 2 11–9 10
7. კოლხი (გულრიფში) 6 3 1 2 17–19 10
8. გაგრა–2 (გაგრა) 6 2 2 2 13–10   8
9. იბერია (თბ.) 6 2 2 2 9–9   8
10. გარდაბანი (გარდაბანი) 5 1 1 3 5–8   4
11. ნორჩი დინამო (თბ.) 6 1 1 4 10–15   4
12. ამირანი (ოჩამჩირე) 5 1 1 3 6–12   4
13. შავნაბადა (თელეთი) 6 0 2 4 2–16   2
14. აფხაზეთი (აფხაზეთი) 6 0 1 5 10–31   1
15. ბახტრიონი (ახმეტა) 5 0 1 4 1–16   1


მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

VII ტური

13.10.2014. ორშაბათი.

1. იბერია (თბილისი) – ცხუმი (სოხუმი)   11:00 სთ.

2. აფხაზეთი (აფხაზეთი) – ვოიაჟი (თბილისი)   11:30 სთ.

3. ნორჩი დინამო (თბილისი) – კოლხი (გულრიფში)   13:30 სთ.

4. გაგრა–2 (გაგრა) – ბახტრიონი (ახმეტა)   14:30 სთ.

14.10.2014. სამშაბათი.

5. ამირანი (ოჩამჩირე) – გარეჯი (საგარეჯო)   14:00 სთ.

6. გარდაბანი (გარდაბანი) – მზიური (გალი)   15:00 სთ.

15.10.2015. ოთხშაბათი.

7. ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სართი (სართიჭალა)   13:00 სთ.

შავნაბადა (თელეთი)ისვენებს

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge